საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისში, 2017 წლის მაისთან შედარებით, საქართველოში შემოსულ ტურისტების რაოდენობა 16%-ით გაიზარდა. 2017 წლის მაისში 309 736 ტურისტი შემოვიდა, ხოლო 2018 წლის მაისში 359 744.
ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურისტებთან ერთად, ტრანზიტს და სხვა კატეგორიებს მოიცავს, მაისში 7.8%-ით გაიზარდა და ჯამში 633 086 ვიზიტორი შემოვიდა.
მაისში ყველაზე მეტი (112 386) ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა. მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი 102 845 ვიზიტორით, ხოლო მესამეზე სომხეთია 85 394 ვიზიტორით.
ხუთი თვის ჯამში, იანვარ-მაისში ტურისტების რაოდენობა 23.5%-ით, ხოლო ვიზიტორების რაოდენობა 13.6%-ით გაიზარდა.
ცხრილი: 10 ქვეყანა, საიდანაც მაისში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა
| ქვეყანა | 2017: მაისი | 2018: მაისი | ცვლილება % |
1 | რუსეთი | 90,276 | 112,386 | 24.5% |
2 | აზერბაიჯანი | 95,755 | 102,845 | 7.4% |
3 | სომხეთი | 93,732 | 85,394 | -8.9% |
4 | თურქეთი | 85,309 | 83,257 | -2.4% |
5 | ირანი | 13,980 | 20,421 | 46.1% |
6 | ისრაელი | 11,259 | 15,635 | 38.9% |
7 | უკრაინა | 15,568 | 14,329 | -8.0% |
8 | პოლონეთი | 4,817 | 7,146 | 48.3% |
9 | გერმანია | 3,812 | 6,810 | 78.6% |
10 | ყაზახეთი | 3,185 | 3,982 | 25.0% |
წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
დატოვე კომენტარი