მიმდინარე წლის მაისში, გასული წლის მაისთან შედარებით, საქართველოში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა 5.3%-ით გაიზარდა. 2014 წლის მაისში 156 358 ტურისტი შემოვიდა, ხოლო 2015 წლის მაისში 164 690 ტურისტი. იანვარ-მაისში კი ჯამში ტურისტების რაოდენობა, 23 427 კაცით, 3.4%-ით შემცირდა.
ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურიზმთან ერთად, ტრანზიტს და სხვა კატეგორიებს მოიცავს, მაისში 14.7%-ით გაიზარდა.
დატოვე კომენტარი