საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2019 წლის მაისში 2018 წლის მაისთან შედარებით, საქართველოში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა 18%-ით (65 000 ტურისტით) გაიზარდა. 2019 წლის მაისში 424 514 ტურისტი შემოვიდა.
ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურისტებთან ერთად, ტრანზიტს და სხვა კატეგორიებს მოიცავს, მაისში 14.2%-ით გაიზარდა და ჯამში 723 160 ვიზიტორი შემოვიდა. ერთდღიანი ვიზიტები 7%-ით გაიზარდა.
ხუთი თვის ჯამში, იანვარ-მაისში ტურისტების რაოდენობა 8%-ით, ხოლო ვიზიტორების რაოდენობა 5.4%-ით გაიზარდა.
მაისში ვიზიტორების რაოდენობა ყველაზე მეტად რუსეთიდან, სომხეთიდან, ყაზახეთიდან და აზერბაიჯანიდან გაიზარდა.
ცხრილი: 10 ქვეყანა, საიდანაც მაისში შემოსული ტურისტების რიცხვი ყველაზე მეტად გაიზარდა
ქვეყანა | 2019: მაისი | ცვლილება |
რუსეთი | 172,217 | 59,831 |
სომხეთი | 98,572 | 13,178 |
ყაზახეთი | 7,352 | 3,370 |
აზერბაიჯანი | 105,962 | 3,117 |
უკრაინა | 16,864 | 2,535 |
პოლონეთი | 9,092 | 1,946 |
გერმანია | 8,605 | 1,795 |
ჩინეთი | 4,193 | 1,512 |
ისრაელი | 17,084 | 1,449 |
გაერთიანებული სამეფო | 4,217 | 1,372 |
წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
დატოვე კომენტარი