მარეგულირებლებისაგან უსაფრთხო ნავსაყუდელში შესვლის იმედით ჩინელი ინვესტორები ნახევარგამტარების, განახლებადი ენერგიისა და მომხმარებელზე ფოკუსირებული ფირმების სექტორში ინვესტირებას იწყებენ.
ინვესტორებს მიაჩნიათ, რომ თვეების განმავლობაში რეპეტიტორებზე თუ დიდ ტექ-კომპანიებზე მიყენებული დარტყმები მნიშვნელოვნად აფერხებს სექტორების განვითარებას. აღნიშნულ ქმედებებს კი ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტია კერძო სექტორის მოგების ხარჯზე საერთო კეთილდღეობის გასაზრდელად სჩადის.
მაგალითისათვის, ჩინელი მარეგულირებლების მიერ დაწესებულმა შეზღუდვებმა ჩინურ დიდ კორპორაციებს, Tencent-სა და Alibaba-ს მილიარდობით დოლარის ზარალი მიაყენა გაყიდვების კლების გამო. სწორედ ამიტომ, ჩინელმა ინვესტორებმა საქმიანობის პროფილის შეცვლა გადაწყვიტეს.
მაგალითისათვის, ივნისში ჩინეთში სუფთა ენერგიის კომპანიებისა და ნახევარგამტარების ფირმების აქციათა ფასები 30%-ით გაიზარდა. ეს კი იმის ფონზე, როდესაც მთლიანი ბაზარი 5%-იან კლებას განიცდის, ჰონგ-კონგის ტექ კომპანიათა აქციები კი 15%-ით არის შემცირებული.
ინვესტორებმა სახელმწიფო მედიისა და პრეზიდენტ სი ძინპინის განცხადებებში სასათბურე აირების შემცირებისაკენ სწრაფვა შენიშნეს. ჩინეთის მთავრობა 2030 წლისათვის ნახშირბადის გამონაბოლქვის მნიშვნელოვნად შემცირებასა და 2060 წლისათვის მის სრულად გაქრობა ისახავს მიზნად. ინვესტორების აღნიშნული სექტორებით დაინტერესების მთავარი მიზეზიც სწორედ ეს არის.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტიის მთავრობა მნიშვნელოვან შეზღუდვებს უწესებს მზარდი ინდუსტრიის, ტექნოლოგიებისა და ფინანსების კომპანიებს, რომლებიც საერთაშორისო ბაზრებზე ფუნქციონირებენ. გარდა ამისა, ჩინეთის მთავრობა საკმაოდ სკეპტიკურად არის განწყობილი კრიპტოფინანსების მიმართაც.
დატოვე კომენტარი