Marriott-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი არნე სორენსონი 62 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც ამერიკული მედია წერს, სორენსონი სიმსივნეს შეეწირა.
მსოფლიოში უმსხვილესი სასტმროების ქსელის პრეზიდენტს პანკრეასის სიმსივნის დიაგნოზი 2019 წელს დაუსვეს. თვის დასაწყისში კი კომპანიაში განაცხადეს, რომ ის თანამდებობას დატოვებდა.
ცნობისთვის, სორენსოსი Marriott-ის ისტორიაში რიგით მესამე CEO იყო. მან ეს პოზიცია 2012 წელს დაიკავა. თავად სასტუმროების ქსელი კი 1927 წელს ჯონ უილიარდ მარიოტმა დააარსა, რომლის შვილიც – ბილი ახლაც კომპანიის თავმჯდომარეა.
სორენსონი ცნობილი იყო მისი მცდელობებით, რომ სასტუმროების ქსელი უფრო მეტად ინკლუზიური და გარემოს მიმართ მეგობრული გაეხადა.
„არნე გამორჩეული ხელმძღვანელი იყო, უფრო მეტიც, ის გამორჩეული ადამიანი იყო. მას ჰქონდა უდიდესი უნარი განეჭვრიტა წინასწარ თუ საით მიდიოდა სტუმარმასპინძლობის ინდუსტრია“, – განაცხადა ბილ მარიოტმა.
Marriott-ში აცხადებენ, რომ ახალ აღმასრულებელ ხელმძღვანელს უახლოეს კვირებში დანიშნავენ.
დატოვე კომენტარი