Colliers Georgia-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2024 წლის მარტში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის მარტთან შედარებით 20%-ით, 1,185 ერთეულამდე შემცირდა. ამავე პერიოდში ბაზრის ზომა 14%-ით შემცირდა და 56 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 18%-ით შემცირდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 28%-იანი კლება დაფიქსირდა. ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 10%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 992 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 2%-ით, 689 აშშ დოლარამდე შემცირდა.