საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მარტში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 2.5%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 11.8% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია 11.8%-ით გაძვირდა.
მარტში ფასები ყველაზე მეტად დიზელზე გაიზარდა – 22%-ით, ბენზინი 19%-ით გაძვირდა. ასევე ფასები გაიზარდა შაქარზე – 14%-ით, ხილზე 5%-ით, ზეთზე 3.4%-ით, პურზე 3.1%-ით. ჯანმრთელობის დაცვა 1.4%-ით გაძვირდა. 2.7%-ით გაძვირდა საოჯახო ნივთები.
ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად, 21.6%-ით საწვავის ფასი გაიზარდა. 17.8%-ით გაძვირდა სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, 13.1%-ით – სასტუმროები და კაფეების მომსახურება, 12.7%-ით – საოჯახო ნივთები. სურსათის ჯგუფში ფასები მნიშვნელოვნადაა მომატებული შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული (27%), პური (24%), შაქარი და ტკბილეული (20%), ზეთი და ცხიმი (17%), ხილი (17%), რძე, ყველი და კვერცხი (15%), ხორცი (10%).
წლიური ინფლაციის მაჩვენებლები
დატოვე კომენტარი