2017 წლის მარტში, წინა თვესთან (თებერვალთან) შედარებით, საქართველოს კომერციულ ბანკებში ლარში განთავსებული დეპოზიტები 107 მლნ ლარით გაიზარდა. 107 მლნ დოლარით გაიზარდა უცხოურ ვალუტაში მოზიდული დეპოზიტებიც. 2016 წლის მარტთან შედარებით, 2017 წლის მარტში ლარში განხორციელებული დეპოზიტები 870 მლნ ლარითაა გაზრდილი, ხოლო უცხოურ ვალუტაში დეპოზიტები 244 მლნ დოლარით.
მარტში დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 70% შეადგინა. თებერვალში დოლარიზაცია 71%, ხოლო ერთი წლის წინ 71.8% იყო. ჯამში, უცხოურ ვალუტაში განხორციელებულია 12.2 მილიარდი ლარის, ხოლო ლარში 5.2 მილიარდი ლარის დეპოზიტი.
2017 წლის პირველი აპრილის მონაცემებით, დოლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 3.0%-ია, ერთი წლის წინ 3.6% იყო. ლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 8.2%-ია, ერთი წლის წინ 9.0% იყო.
დატოვე კომენტარი