2019 წლის მარტში წინა თვესთან (თებერვალთან) შედარებით საქართველოს კომერციულ ბანკებში ლარში განთავსებული დეპოზიტები 118 მლნ ლარით, ხოლო უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტები 18 მლნ დოლარით გაიზარდა. პირველ აპრილს საბანკო დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 62.7% შეადგინა. მარტის დასაწყისში დოლარიზაცია 62.9%, ხოლო ერთი წლის წინ 63% იყო. ჯამში, უცხოურ ვალუტაში 15 მილიარდი ლარის, ხოლო ლარში 8.9 მილიარდი ლარის დეპოზიტია განთავსებული.
2018 წლის პირველ აპრილთან შედარებით, 2019 წლის პირველ აპრილს ლარში განთავსებული დეპოზიტები 1.3 მილიარდი ლარითაა (17%-ით) გაზრდილი, ხოლო უცხოურ ვალუტაში დეპოზიტები 197 მლნ დოლარით (3.7%-ით).
2019 წლის პირველი აპრილის მონაცემებით, დოლარში განთავსებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 2.9%-ია, ერთი წლის წინაც 2.9% იყო. ლარში განთავსებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 7.9%-ია, ერთი წლის წინ 8.4% იყო.
დატოვე კომენტარი