საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მარტში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 0.4%-ით შემცირდა, , რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია 2.8%-ით გაძვირდა. 2010 წელთან შედარებით ფასები 28%-ით არის გაზრდილი.
მარტში ფასების შემცირება ძირითადად რძის პროდუქტების, ბოსტნეულის და საწვავის გაიაფებამ განაპირობა.
ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად ალკოჰოლური სასმელები და თამბაქოს ფასები (6.2%-ით) გაიზარდა. სატრანსპორტო მომსახურების ფასები 1.6%-ით გაძვირდა. სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასები 3.9%-ით, ჯანმრთელობის დაცვის ფასი კი 3.7%-ით გაიზარდა. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 3.4%-ით გაიაფდა.
გრაფიკი: წლიური ინფლაცია
წყარო: საქსტატი
დატოვე კომენტარი