მარტში საქართველოს ეკონომიკა 2.7 პროცენტით შემცირდა

მარტში საქართველოს ეკონომიკა 2.7 პროცენტით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის მარტში, წინა წლის მარტთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 2.7%-ით შემცირდა. სამი თვის ჯამში, იანვარ-მარტში საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 1.5%-ია.

2019 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით გაიზარდა. 2020 წლისთვის კი საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკის 4%-ით შემცირებას პროგნოზირებს.

     

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *