მიმდინარე წლის მარტში საქონლისა და მომსახურების ფასები 1.2%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურმა ინფლაციამ (ბოლო 12 თვის) 2.6% შეადგინა.
მარტში ყველაზე მეტად (4.4%-ით) ავეჯი და საოჯახო ნივთები გაძვირდა, მათ შორის 10%-ით გაძვირდა საოჯახო მოხმარების ელექტროტექნიკა.
1.7%-ით გაძვირდა ალკოჰოლური სასმელები, რაც აქციზის გადასახადის ზრდითაა გამოწვეული.
სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასები 1.2%-ით გაიზარდა. ყველაზე მეტად გაძვირდა ხილი (19%), ყავა, ჩაი, კაკაო (4.5%) და ბოსტნეული (3.5%).
დატოვე კომენტარი