Disney-ის მიერ Marvel Entertainment-ში განხორციელებული ინვესტიციები კომპანიას მილიარდობით დოლარის გამომუშავებაში დაეხმარა, თუმცა Marvel-ის სალაროების შედეგიანობა ბოლო პერიოდში შეშფოთების მიზეზად იქცა. 10 ნოემბერს კინოთეატრებში კომპანიის რიგით 33-ე ნამუშევარი გამოჩნდა და გახსნის შაბათ-კვირას Marvel-ის კინოსამყაროს (MCU ) ისტორიაში ყველაზე დაბალი – $46-მილიონიანი შემოსავალი მოიტანა.
სტატიის ბოლოს მოცემული სქემა Marvel-ის სალაროებში შემოსავლების აღზევებისა და დაცემის პერიოდებს გვიჩვენებს, კინომწარმოებლის პირველი ფილმით დაწყებული, უკანასკნელი, 33-ე ნამუშევრით დასრულებული. მაჩვენებლები The Numbers-ის მონაცემებს წარმოგვიდგენს – 2023 წლის 12 ნოემბრის მდგომარეობით.
Marvel-ის კინემატოგრაფიული სამყაროს ოფიციალური საწყისი 2008 წლის „რკინის კაცია“ – საკულტო ფილმი, რომელმაც კინოსტუდიას გლობალურ სალაროებში $585 მილიონის შემოსავალი მოუტანა. მომდევნო წლებში Marvel-მა იმავე სამყაროში რამდენიმე ფილმი გამოუშვა, შექმნა ახალი პერსონაჟები, ისტორიები, ქროსოვერები. „ფაზა 1“ 2012 წელს „შურისმაძიებლების“ გამოსვლით დასრულდა, რომლის შემოსავალმაც Marvel-ის შემოქმედებაში პირველად, $1-მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა.
სალაროებში Marvel-ის აღზევება წლების განმავლობაში გრძელდებოდა, რასაც თან ერთვოდა კრიტიკოსთა დადებითი შეფასებებიც. ამ ყველაფრის ერთგვარი კულმინაცია „შურისმაძიებლების“ რიგით მეოთხე ფილმი – „შურისმაძიებლები: დასასრული“ – იყო, რომელმაც მსოფლიო მასშტაბით სალაროებში $2.79 მილიარდი გამოიმუშავა და ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი კინონამუშევარიც გახდა.
ფილმების წარმოება ჯერ კოვიდპანდემიის გამო შეფერხდა, შემდეგ კი არსებულ პრობლემებს ცუდი მიმოხილვები, მარკეტინგული კამპანიების შემცირება და სხვა მიზეზები დაერთო. მაშინ როდესაც MCU-ის პირველი სამი ფაზა მხოლოდ Marvel-ის მხატვრული ფილმების გამოშვებით შემოიფარგლებოდა, მეოთხე ფაზაში (2021-2022 წლები) Disney+-ზე გამოსული რვა სატელევიზიო შოუც ვიხილეთ.
„კაპიტანი მარველი 2“ მილიონდოლარიანი შემოსავლის მქონე „კაპიტან მარველისა“ და Disney+-ის შოუს „მის მარველის“ გაგრძელება და კინოსტუდიის მეხუთე ფაზის რიგით მესამე ფილმია. როგორც გეგმით იყო გათვალისწინებული, მეხუთე ფაზას ჯამში ხუთი ფილმი და რვა სატელევიზიო შოუ უნდა გაეერთიანებინა, თუმცა „ჰოლივუდში“ მიმდინარე გაფიცვებმა სიტუაცია შეცვალა.
ქვემოთ მოცემულ სქემაში კი წარმოგიდგენთ Marvel-ის კინოსამყაროს ფილმებს – უახლესი ნამუშევრით დაწყებული, პირველი ფილმით დასრულებული – და ამ პერიოდში ფილმების შემოსავლებისა და შეფასებების ცვლილებას:
გამოშვების თარიღი | ფილმი | წარმოების ბიუჯეტი | გახსნის კვირა (შიდა სალარო) | გლობალური სალარო | Rotten Tomatoes |
10.11.2023 | The Marvels | $275 მლნ | $46 მლნ | განსასაზღვრავია | 61 |
05.05.2023 | Guardians of the Galaxy Vol 3 | $250 მლნ | $118 მლნ | $845 მლნ | 82 |
17.02.2023 | Ant-Man and the Wasp: Quantumania | $200 მლნ | $106 მლნ | $464 მლნ | 46 |
11.11.2022 | Black Panther: Wakanda Forever | $250 მლნ | $181 მლნ | $854 მლნ | 83 |
08.07.2022 | Thor: Love and Thunder | $250 მლნ | $144 მლნ | $761 მლნ | 63 |
06.05.2022 | Doctor Strange in the Multiverse of Madness | $200 მლნ | $187 მლნ | $952 მლნ | 73 |
17.12.2021 | Spider-Man: No Way Home | $200 მლნ | $260 მლნ | $1.908 მლრდ | 93 |
05.11.2021 | Eternals | $200 მლნ | $71 მლნ | $402 მლნ | 47 |
03.09.2021 | Shang-Chi and the Legend of the Ten Rings | $150 მლნ | $75 მლნ | $432 მლნ | 92 |
09.07.2021 | Black Widow | $200 მლნ | $80 მლნ | $380 მლნ | 79 |
02.07.2019 | Spider-Man: Far From Home | $160 მლნ | $93 მლნ | $1.132 მლრდ | 90 |
26.04.2019 | Avengers: Endgame | $400 მლნ | $357 მლნ | $2.789 მლრდ | 94 |
08.03.2019 | Captain Marvel | $175 მლნ | $153 მლნ | $1.130 მლრდ | 79 |
06.07.2018 | Ant-Man and the Wasp | $130 მლნ | $76 მლნ | $623 მლნ | 87 |
27.04.2018 | Avengers: Infinity War | $300 მლნ | $258 მლნ | $2.048 მლრდ | 85 |
16.02.2018 | Black Panther | $200 მლნ | $202 მლნ | $1.336 მლრდ | 96 |
03.11.2017 | Thor: Ragnarok | $180 მლნ | $123 მლნ | $850 მლნ | 93 |
07.07.2017 | Spider-Man: Homecoming | $175 მლნ | $117 მლნ | $878 მლნ | 92 |
05.05.2017 | Guardians of the Galaxy Vol 2 | $200 მლნ | $147 მლნ | $869 მლნ | 85 |
04.11.2016 | Doctor Strange | $165 მლნ | $85 მლნ | $676 მლნ | 89 |
06.05.2016 | Captain America: Civil War | $250 მლნ | $179 მლნ | $1.152 მლრდ | 91 |
17.07.2015 | Ant-Man | $130 მლნ | $57 მლნ | $519 მლნ | 83 |
01.05.2015 | Avengers: Age of Ultron | $365 მლნ | $191 მლნ | $1.395 მლრდ | 76 |
01.08.2014 | Guardians of the Galaxy | $170 მლნ | $94 მლნ | $771 მლნ | 92 |
04.04.2014 | Captain America: The Winter Soldier | $170 მლნ | $95 მლნ | $714 მლნ | 90 |
08.11.2013 | Thor: The Dark World | $150 მლნ | $86 მლნ | $645 მლნ | 67 |
03.05.2013 | Iron Man 3 | $200 მლნ | $174 მლნ | $1.215 მლრდ | 79 |
04.05.2012 | The Avengers | $225 მლნ | $207 მლნ | $1.515 მლრდ | 91 |
22.07.2011 | Captain America: The First Avenger | $140 მლნ | $65 მლნ | $371 მლნ | 80 |
06.05.2011 | Thor | $150 მლნ | $66 მლნ | $449 მლნ | 77 |
07.05.2010 | Iron Man 2 | $170 მლნ | $128 მლნ | $621 მლნ | 72 |
13.07.2008 | The Incredible Hulk | $138 მლნ | $55 მლნ | $266 მლნ | 66 |
02.05.2008 | Iron Man | $186 მლნ | $102 მლნ | $585 მლნ | 94 |
საშუალო | $193 მლნ | $118 მლნ | $808 მლნ | 83 |