Tesla-ს დამფუძნებელი ილონ მასკი აცხადებს, რომ ერთხელ მან კომპანიის გადასარჩენად Apple-ის ხელმძღვანელ ტიმ კუკს მიმართა. როგორც მან განაცხადა, 2018 წელს, როდესაც ელექტრომწარმოებელი გაკოტრების პირას იყო, ის დაუკავშირდა ტიმ კუკს და Tesla-ს ყიდვა სთხოვა.
“Model 3-ის წარმოების პროგრამის დროს, როდესაც შავი დღეები ჰქონდა კომპანიას, მივედი ტიმ კუკთან Apple-ის მიერ Tesla-ს შეძენის საკითხის განსახილველად, თუმცა, კუკმა უარი განაცხადა შეხვედრაზე“, – წერს ილონ მასკი “ტვიტერზე“.
Tesla კალიფორნიული კომპანიაა, რომელიც მაღალტექნოლოგიურ ავტომობილებს აწარმოებს და მსურველს სრულად თვითმართვადი ტექნოლოგიების განვითარებას ჰპირდება. თავის მხრივ რამდენიმე დღის წინ სმარტფონების მწარმოებელმა კომპანია Apple-მაც განაცხადა, რომ 2024 წლისთვის თვითმართვადი ავტომობილების წარმოებას განიხილავს.
ილონ მასკის თქმით, ეს თუ მართალია, უცნაურია Apple-ისგან.
როგორც Reuters-ი თვითმართვადი ავტომობილების წარმოება დიდი გამოწვევაა ისეთი წამყვანი კომპანიისთვისაც კი, როგორიც Apple-ია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ კომპანია წელიწადში მილიონობით სმარტფონს აწარმოებს, Apple-ს ავტომობილების წარმოების კუთხით გამოცდილება არ გააჩნია. მაგალითად ელონ მასკს, 17 წელი დასჭირდა Tesla-ს ავტომობილები მომგებიანი გაეხადა.
დატოვე კომენტარი