მასკმა, ისტორიაში ქონების ყველაზე დიდი პერსონალური დანაკარგით, რეკორდი დაამყარა

მასკმა, ისტორიაში ქონების ყველაზე დიდი პერსონალური დანაკარგით, რეკორდი დაამყარა

ილონ მასკმა, ისტორიაში ქონების ყველაზე დიდი პერსონალური დანაკარგით, რეკორდი დაამყარა. „გინესის მსოფლიო რეკორდების“ მონაცემებით, 2021 წლის ნოემბრიდან, ილონ მასკმა დაახლოებით $182 მილიარდი დაკარგა, მაშინ, როდესაც სხვა წყაროების ცნობით, მასკის მიერ დაკარგული თანხა $200 მილიარდს უახლოვდება.

ილონ მასკის ქონებამ პიკს, $320 მილიარდს, 2021 წელს მიაღწია. ამის შემდგომ კი მილიარდერის ქონება, მეტწილად Tesla-ს აქციების ფასის ვარდნის შედეგად, 2023 წლის იანვრისთვის $138 მილიარდამდე შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ მასკის დანაკარგის ზუსტად განსაზღვრა ამ დროისთვის რთულია, მან მაინც მოახერხა და მოხსნა იაპონელი ტექნოლოგიური ინვესტორის, მასაიოში სონის რეკორდი, რომელმაც 2000 წელს $58.6 მილიარდი იზარალა.

შეგახსენებთ, რომ დეკემბერში Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ტიტულიც დაკარგა და პირველობა ფრანგ მილიარდერს, LVMH-ის აღმასრულებელ დირექტორს ბერნარ არნოს დაუთმო. Forbes-ის შეფასებით, ბერნარ არნოს ქონება ამჟამად $203.7 მილიარდს უტოლდება, მაშინ როდესაც ილონ მასკი მხოლოდ $146.5 მილიარდს ფლობს.

„გინესის მსოფლიო რეკორდების“ ანგარიშის მიხედვით, 2021 წლიდან მასკის ქონების რეკორდული შემცირება ძირითადად, აპრილში Twitter-ის შეძენის შემდეგ, ელექტრომობილების კომპანია Tesla-ს აქციების ფასის 65%-იანი ვარდნის შედეგია. Twitter-ის შეძენის შემდეგ, ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიის ინვესტორებმა ეჭვქვეშ დააყენეს მასკის შესაძლებლობა, კვლავ ისეთივე წარმატებით მართოს Tesla, როგორითაც ამას ოქტომბრამდე აკეთებდა.

დატოვე კომენტარი

1 კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *