ილონ მასკმა მის მფლობელობაში არსებული Twitter-ის ახალ აღმასრულებელ დირექტორად ლინდა იაკარინო დაასახელა. მილიარდერმა კომპანიაში საკუთარი შემცვლელის ვინაობა ტვიტის მეშვეობით გაასაჯაროვა.
„მოხარული ვარ, მივესალმო ლინდა იაკარინოს, როგორც Twitter-ის ახალ აღმასრულებელ დირექტორს! ლინდა იაკარინო ძირითადად ფოკუსირებული იქნება ბიზნესოპერაციებზე, მე კი – პროდუქტის დიზაინსა და ახალ ტექნოლოგიაზე. მოუთმენლად ველი ლინდასთან მუშაობას ამ პლატფორმის X-ად, ყველაფრის აპად გარდაქმნის მიმართულებით“, – ვკითხულობთ მასკის მიერ გამოქვეყნებულ ტვიტში.
შეგახსენებთ, ილონ მასკმა Twitter-ის ახალ აღმასრულებელი დირექტორის პოსტიდან გადადგომა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში დააანონსა. მილიარდერმა სოციალურ ქსელში საჯარო გამოკითხვა წამოიწყო და განაცხადა, რომ CEO-ს თანამდებობის დატოვების საკითხს Twitter-ის მომხმარებლებს მიანდობდა. გამოკითხვაში მონაწილეობა ჯამში 17.5 მილიონმა ადამიანმა მიიღო, რომელთა 57.5%-მა მასკის შეკითხვას, „უნდა გადავდგე თუ არა Twitter-ის ხელმძღვანელის თანამდებობიდან“, დადებითად უპასუხა.
რაც შეეხება ლინდა იაკარინოს, ის აქამდე NBCUniversal-ის რეკლამების მიმართულების ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა. იაკარინო NBCU-ს 2011 წელს, Turner Entertainment-ი გატარებული 15 წლის შემდეგ შეუერთდა.