Mastercard-ი წარმოგიდგენთ შეუფასებელი გამოცდილებების ექსკლუზიურ სერიას საქართველოში

Mastercard-ი წარმოგიდგენთ შეუფასებელი გამოცდილებების ექსკლუზიურ სერიას საქართველოში

მთელი მსოფლიოს მასშტაბით, Mastercard ერთგულ მომხმარებლებს სრულიად გამორჩეულ, უნიკალურ, შეუფასებელ გამოცდილებებს სთავაზობს – იქნება ეს ისეთი საინტერესო გამოცდილებები, როგორებიცაა კანისა თუ ვენეციის კინოფესტივალებზე დასწრება, უეფას ჩემპიონთა ლიგის თუ რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის თამაშების ბილეთები თუ სხვა.

საქართველოში ოპერირების დაწყებიდან 25 წლის შემდეგ, Mastercard შეუფასებელი გამოცდილებების ექსკლუზიურ სერიას საქართველოში წარმოგიდგენთ. ეს არის პირველი მასშტაბური Priceless პროექტი ჩვენს ქვეყანაში, რომლის ფარგლებში, პრემიუმ ბარათების მომხმარებლებს, სხვადასხვა სფეროს გამორჩეული წარმომადგენლების მიერ შექმნილი შეუფასებელი ემოციები და გამოცდილებები ელოდებათ.

საქართველო, ეს არის მომხიბლავი და შთამაგონებელი ქვეყანა გასტრონომიის, ღვინის, ხელოვნებისა და კულტურის, სტუმართმოყვარეობის შეუფასებელი ისტორიით. Mastercard-მა მომხმარებლისთვის განსაკუთრებით საყვარელი ბრენდები შეარჩია და სწორედ მათთან ერთად შექმნა გამოცდილებები, რომლებიც სრულად არის მორგებული მათ ინტერესებს.

ღვინის ექსკლუზიური დეგუსტაცია თუ ლიმიტირებული კოლექციის ღვინოების დაგემოვნება “8000 მოსავალში”, თავისუფალი ავტორბოლა თუ საოცნებო ავტომობილის სატესტო სესია “პორშე ცენტრი თბილისისგან”, “ჯიემთი ჰოსფითალითის” შეფებისგან თანამედროვე სახით მოწოდებული ტრადიციული ქართული სუფრის ხელოვნება და გიდირებული ტური წინანდალში სომელიესთან ერთად “სილქ ჰოსფითალითისგან”, ქართველი მწერლების საჯარო ლექციები ეროვნულ ბიბლიოთეკაში გიორგი კეკელიძესთან ერთად, ლიტერატურული დისკუსიები, ნიკოლოზ რაჭველის მუსიკალური წარმოდგენები, “სუხიშვილების” განსაკუთრებული საცეკვაო ვარიაციები – ეს იმ შეუფასებელი გამოცდილებების მცირე სიაა, რომლებიც მომხმარებლებს Mastercard-ისგან და პარტნიორებისგან ელოდებათ.

დავით ზღუდაძე, Mastercard-ის გენერალური მენეჯერი საქართველოში:

შეუფასებელი გამოცდილება, არის ის, რაც გამუდმებით ელოდებათ Mastercard-ის ერთგულ მომხმარებლებს. ამ ახალი შეთავაზებებით კი, ეს გამოცდილება სულ სხვა ეტაპზე გადავა. ვგულისხმობთ როგორც ჩვენს მომხმარებლებს, ასევე, ჩვენს პარტნიორებს და ჩვენს ქვეყანასაღნიშნული შეთავაზებები ხომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, Mastercard-ის World Elite კატეგორიის ბარათის ყველა მფლობელისთვისაა ხელმისაწვდომი. ველით უამრავ მსურველს, რომლებისთვისაც ქართული კულტურის, ხელოვნებისა და გასტრონომიის ხელახლა, განსხვავებული სახით აღმოჩენა იქნება მნიშვნელოვანი.”

შეუფასებელი გამოცდილებების შეთავაზებებით სარგებლობა Mastercard World Elite ბარათების მფლობელებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

Mastercard-ის მიერ ქართველი მომხმარებლებისთვის შექმნილი განსაკუთრებული შეთავაზებები და პრივილეგიები შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე: https://mastercard-privileges.com/

S