ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში, Mastercard-სა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ქვეყნის ციფრულ ტრანსფორმაციას ისახავს მიზნად.
თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეებმა გასცეს დაპირება, რომ ისინი ხელს შეუწყობენ ახალბედა, პერსპექტიულ Fintech კომპანიებს, რათა მათ მიეცეთ ზრდისა და საერთაშორისო ბაზარზე წვდომის შესაძლებლობა.
დამატებით, კომპანიები მათ შესთავაზებენ როგორც ფინანსურ ტექნოლოგიებს, ასევე ტრენინგებსა და თეორიული ცოდნის მიღების სხვა შესაძლებლობებს. Mastercard-ისა და USAID-ის ცოდნისა თუ გამოცდილების გამოყენება, ქართულ Fintech კომპანიებს წარმატების მიღწევაში დაეხმარება.
„უკვე 22 წელზე მეტია, რაც Mastercard ქართულ ბაზარზე ოპერირებს. ამ დროის განმავლობაში, ჩვენს სახელს უკავშირდება მრავალი ინოვაციური გადახდის მეთოდი. ახლა, ისევე, როგორც ყოველთვის, ჩვენ ორიენტირებულები ვართ ქართული ბიზნეს და ტექნოლოგიური გარემოს გაუმჯობესებაზე. Tap on Phone ბიზნესებს საშუალებას აძლევს დაიწყონ უნაღდო გადახდები, გაზარდონ გაყიდვები, შემოსავლები და ტექნოლოგიურად განვითარდნენ. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ USAID-თან და საქართველოს ფინტექ ასოციაციასთან ერთად ვიწყებთ ამ უნიკალურ პროექტს, რომელიც ქართულ ბაზარზე არსებულ მცირე და საშუალო ბიზნესებს, განვითარებასა და ციფრულ ტრანსფორმაციაში დაეხმარება.“
მარკ მაკკორდი, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი
„USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა მოხარულია, რომ თანამშრომლობს Mastercard-თან, რათა ერთიანი ძალისხმევით საფუძველი ჩავუყაროთ საქართველოში მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ზრდას მათი ციფრული ეკონომიკის, ფინანსური მდგრადობისა და ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობის გზით, ასევე ტექნოლოგიების, ციფრული აქტივებისა და სერვისების გამოყენებით. ჩვენი პარტნიორობა Mastercard-თან უზრუნველყოფს MSME-ების წვდომას ფინტექის ინსტრუმენტებზე, ციფრული გადახდის მეთოდების ჩათვლით. პროექტი „Tap on Phone” კი წარმოადგენს სწორედ იმ ინიციატივას, რომლის მეშვეობით მეწარმეები შეძლებენ სწორ განვითარებას და ასევე დაეხმარება ციფრულ ტრანსფორმაციაში.“
სხვადასხვა სეგმენტური ასოციაციების ჩართულობითა და კომერციული ბანკების ტექნიკური მხარდაჭერით, პროექტს საქართველოს ფინტექ ასოციაცია განახორციელებს, რაც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესების Tap on Phone პროგრამაში ჩართვას.
“ფინტექ ასოციაციის” თავმჯდომარე, დავით კიკვიძე
„ჩვენი მიზანია საქართველოში ხელი შევუწყოთ ფინტექის დარგის განვითარებას და ამით წვლილი შევიტანოთ ეკონომიკის გაციფრულებაში, შესაბამისად, ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია ისეთ კომპანიებთან თანამშრომლობა, როგორებიც არიან Mastercard-ი და USAID, რადგან ჩვენ საერთო მიზანი გვაერთიანებს. Tap on Phone პროექტი უნიკალური შესაძლებლობაა, რათა მცირე და საშუალო ბიზნესის სფეროში დავნერგოთ თანამედროვე ტექნოლოგიები და ამით მივცეთ ბიზნესს ციფრული გადახდების მიღების შესაძლებლობა. ეს თანამშრომლობა ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის, ვიტყოდით შესაძლოა რევოლუციურიც კი გახდეს.” S