MasterCard-ი გადახდის დადასტურებისათვის, “სელფის” მეშვეობით სახის იდენტიფიცირების სისტემას ნერგავს. ამგვარად, მომხმარებლებს აღარ მოუწევთ პინ-კოდების, პაროლებისა და მსგავსი მონაცემების შეყვანა.
MasterCard-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “სელფით იდენტიფიცირების” საპილოტე ვერსია აშშ-სა და ნიდერლანდებში უკვე გაშვებულია, ამჟამად ის დიდი ბრიტანეთში ინერგება. ზაფხულში კი ეს ტექნოლოგია უკვე 14 ქვეყანაში იქნება ხელმისაწვდომი.
დატოვე კომენტარი