McDonald’s-ი ნარჩენების შემცირების მიზნით, ახალი მრავალჯერადი ჭიქების გამოყენებას გეგმავს. სწრაფი კვების რესტორნების მსოფლიო ქსელს ახალი ჭიქების შეტანა თავდაპირველად ინგლისის რამდენიმე რესტორანში სურს.
ცხელი სასმელის შეძენისას, მომხმარებელს საშუალება მიეცემა, რომ მცირე დეპოზიტით შეიძინოს მრავალჯერადი ჭიქა. სასურველი ცხელი სასმელის მირთმევის შემდეგ კი მას შეეძლება ჭიქის დაბრუნება და დეპოზიტზე დადებული თანხის უკან მიღებაც.
ახალ ჭიქებს დეზინფექცია McDonald’s-ის პარტნიორ კომპანია Loop-ში ჩაუტარდება, რის შემდეგაც მათ ისევ სწრაფი კვების ობიექტებში მოიხმარენ.
McDonald’s-ის ეკოლოგიური სისუფთავის მიმართულების ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ჯენი მაქქოლოქი მიიჩნევს, რომ კომპანია შეფუთვების ჩანაცვლებით მომხმარებელს უსაფრთხოებისა და სისუფთავის დაცვის უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს.
აღსანიშნავია, რომ McDonald’s-ი ქაღალდის ჭიქებსაც გადაამუშავებს. დიდი ბრიტანეთში მდებარე რესტორნები არსებული გადამამუშავებელი ცენტრების დახმარებით, ქაღალდის ჭიქებს ამუშავებენ. გარდა ამისა, McDonald’s-ს მსგავსი პროექტი სხვა ქვეყნებშიც შეაქვს.
დატოვე კომენტარი