დღეს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) გლობალურად დამკვიდრებულ ცნებას წარმოადგენს. ეს არის კომპანიების ინიციატივა, ხელი შეუწყონ United Nations Global Compact-ის ფარგლებში დასახული მიზნების – საყოველთაო კეთილდღეობის, გენდერული თანასწორობისა და კლიმატური ცვლილების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების განხორციელებას.
“ფილიპ მორის ინთერნეიშენალი” აქტიურად მონაწილეობს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობით გათვალისწინებული ინიციატივების იმპლემენტაციის პროცესში, ამ გამოწვევების პარალელურად, კომპანიის ამბიციურ მიზანს უკვამლო მომავლის შექმნა წარმოადგენს.
კომპანიის მიზანი, შექმნას უკვამლო მომავალი
თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავლის განხორციელების მიზნით, “ფილიპ მორის ინთერნეიშენალმა” სრულად შეცვალა საკუთარი ბიზნესის წარმოება, განახორციელა 8 მილიარდი დოლარის ეკვივალენტური ინვესტიცია და შექმნა მეცნიერულად დადასტურებული, მოდიფიცირებული რისკის მქონე უკვამლო მოწყობილობა.
თუმცა ეს ყველაფერი არ არის. კომპანიის მდგრადი განვითარების გეგმის თანახმად, 2025 წლისთვის “ფილიპ მორისის” ამოცანას 40 მილიონზე მეტი ზრდასრული მწეველის უკვამლო მოწყობილობების მოხმარებაზე გადასვლის ხელშეწყობა წარმოადგენს. ტრანსფორმაციის დასაჩქარებლად კი კომპანიის მიზანია, ინოვაციური მოწყობილობა ხელმისაწვდომი გახადოს 100-ზე მეტ ქვეყანაში.
“შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ შევძელით დასახული გეგმების ძირითადი ნაწილის შესრულება. 2020 წელს შემოსავლების 23.8% სწორედ უკვამლო მოწყობილობებით იყო განპირობებული, 2015 წელს კი ეს ნიშნული ნულს უტოლდებოდა. მიღწეული შედეგები მონუმენტური ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობას გვაძლევს”, – განაცხადა იაცეკ ოლზაკმა, “ფილიპ მორის ინთერნეიშენალის” აღმასრულებელმა დირექტორმა.
“ფილიპ მორისის” მიზანია, ინოვაციებისა და ინკლუზიურობის მეშვეობით გადაჭრას თამბაქოს ზიანის შემცირებასთან დაკავშირებული პრობლემები და მწეველთათვის ხელმისაწვდომი გახადოს პროდუქტი, რომელიც ხელს შეუწყობს კომპანიის, სტეიკჰოლდერების, მომხმარებლებისა და მთლიანად საზოგადოების კეთილდღეობას.
“ჩვენი კომპანიის იდეოლოგიის თანახმად, მდგრადი განვითარება და კორპორატიული საქმიანობა ურთიერთდამოკიდებულ კომპონენტებს წარმოადგენენ. ვამაყობ, რომ ჩვენ შევძელით და მოვახდინეთ გარემოსდაცვითი, სოციალური და მართვის (ESG) სისტემის გადაწყვეტილების მიღების პროცესში იმპლემენტაცია, და ეს ჩვენი ორგანიზაციის ყველა საფეხურზე განვახორციელეთ”, – განაცხადა იმანუელ ბეიბოუმ (Emmanuel Babeau), “ფილიპ მორისის” აღმასრულებელმა ფინანსურმა დირექტორმა.
ბიზნესტრანსფორმაცია და განხორციელებული პროგრესი
“ფილიპ მორისის” მიერ 2020 წელს უკვამლო მოწყობილობების განვითარებასა და კვლევებში განხორციელებული ინვესტიცია 495 მილიონს გაუტოლდა. შედეგად, 2020 წელს IQOS-ი უკვე 64 ქვეყანაში გახდა ხელმისაწვდომი და მას 17.5 მილიონი ზრდასრული მწეველი მოიხმარდა. აღსანიშნავია, რომ მოწყობილობის მომხმარებელთაგან 12.7 მილიონი სრულად გადავიდა უკვამლო მოწყობილობაზე და შეწყვიტა ტრადიციული სიგარეტის მოწევა.
ასევე, კომპანიის ინიციატივის ფარგლებში, ხელი შეუწყოს არასრულწლოვანთა შორის ნიკოტინის მოხმარების პრევენციას, “ფილიპ მორისმა” შექმნა პირველი ელექტრონული მოწყობილობა – IQOS VEEV, რომელსაც აქვს ასაკობრივი ვერიფიკაციის ტექნოლოგია. კომპანიის მიზანია, 2023 წლისთვის ყველა მოწყობილობა ასაკის დამადასტურებელი ტექნოლოგიით იყოს აღჭურვილი.
აღსანიშნავია, რომ კომპანია პოზიტიურ ცვლილებას ახორციელებს გენდერული ბალანსის მიღწევის პროცესშიც. “ფილიპ მორისის” მიზანია, რომ 2022 წლისთვის მენეჯმენტის 40% ქალებით იყოს დაკომპლექტებული. 2020 წლის დეკემბერში კომპანიის მენეჯმენტის 37.2%-ს სწორედ ქალები წარმოადგენდნენ. 2019 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 1.1%-ით გაიზარდა. ეს პოზიტიური ცვლილება კი მოწმობს, რომ კომპანია ხელს უწყობს გენდერული ბალანსის მიღწევას თითოეულ ორგანიზაციულ საფეხურზე.
„ფილიპ მორისი“ კლიმატური ცვლილების წინააღმდეგ
ორგანიზაციული ცვლილებისა და ინკლუზიური გარემოს შექმნის პარალელურად, “ფილიპ მორისი” აქტიურად ახორციელებს კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებს. კომპანიის მიზანია, 2050 წლისთვის გახდეს სრულად კარბონ-ნეიტრალური. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს ორგანიზაციამ 26%-ით შეამცირა გარემოში ნახშირორჟანგის გამოყოფის მაჩვენებელი. მართალია, ეს პროგრესი ნაწილობრივ კოვიდ 19-ის პანდემიის შედეგად იყო განპირობებული, თუმცა უმეტესწილად კომპანიის ძალისხმევისა და ეფექტური გადაწყვეტილებების შედეგს წარმოადგენს.
ასევე, კომპანიის ინიციატივით შეიქმნა მოწყობილობის გადამუშავების პროექტი CIRCLE, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება IQOS-ის მოწყობილობის 84%-ის გადამუშავება.
კომპანია ზრუნავს გარემოზე, იცავს ტყეებს და ხელს უწყობს წყლის ხარისხის შენარჩუნებას. განხორციელებული ინიციატივების ეფექტურობაზე კი მეტყველებს ის, რომ “ფილიპ მორისი” 7 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ადგილს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის, CDP-ს კლიმატური ცვლილების A List-ში.
დატოვე კომენტარი