სმარტფონის მილიონობით მფლობელს ღარიბი ქვეყნებიდან არ შეუძლია ინტერნეტთან წვდომა იქონიოს. ნათან იგლი მათ უფასოდ აწყვდის მონაცემებს. მის მეთოდებს ყველა როდი იწონებს.
მსოფლიოში 7.3 მილიარდი ადამიანია. 2020 წლისთვის მათგან 6 მილიარდს სმარტფონი ექნება. მიუხედავად ამისა, ამ რევოლუციურ მოწყობილობას ბევრი მათგანი ინტერნეტში შესასვლელად არ გამოიყენებს. “ისინი სმარტფონებს ჩვეულებრივი ტელეფონებივით იყნებენ”, – ამბობს ნათან იგლი, Jana-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.
თქვენ ალბათ არასდროს გსმენიათ Jana-ს შესახებ, მაგრამ განვითარებადი სამყაროდან მილიონებისთვის იგი მობილური ინტერნეტის მთავარი წყაროა. მისი აპლიკაციის, mCent-ის მომხმარებლები ინდოეთიდან ჯილდოდ იღებენ 13 რუპიის ღირებულების ინტერნეტს, თუკი ისინი ჩამოტვირთავენ და გამოცდიან საჩათაო აპლიკაცია Line-ს. ან შეუძლიათ 28 რუპიის ღირებულების ინტერნეტი მიიღონ მუსიკალური სერვისის Saavn-ის გამოყენების სანაცვლოდ. უფასოდ მიღებული მონაცემები მათ შეუძლიათ გამოიყენონ საიტების გასახსნელად, ან, თუნდაც, სამსახურის მოსაძებნად. ამგვარად, mCent-მა 30 მილიონზე მეტი მომხმარებელი შეაგროვა ერთ წელზე ნაკლებ დროში. მან ეს 93 ქვეყნის 331 მობილურ ოპერატორთან გრძელვადიანი პარტნიორობით მოახერხა.
“არ ვიცი სხვა კომპანია, რომელსაც ამ მასშტაბის ერთ მეათედზე მეტი უჭირავს”, – ამბობს იგლი, ქერათმიანი, 38 წლის ყოფილი აკადემიკოსი, რომელიც პრაქტიკული მიდგომით გამოირჩევა. მან Jana 6 წლის წინ დააარსა. ერთადერთი გამონაკლისი მხოლოდ Internet.org-ი შეიძლება იყოს, Facebook-ის დიდი პროექტი, რათა მილიარდობით ადამიანი ინტერნეტთან დააკავშიროს. თუმცა Internet.org-ის მომხმარებელი სამჯერ ნაკლებია.
Jana წლების განმავლობაში ქმნიდა მონაცემების კრედიტად გამცემ ინფრასტრუქტურას. იგი ფულს ისეთ ბრენდებთან სასპონსორო გარიგებებით შოულობდა, როგორიც, მაგალითად, Unilever-ია. ინდოელი მომხმარებლები იყიდდნენ შამპუნს და ყოველ ბოთლში ხვდებოდათ კოდი, რომლითაც ინტერნეტის უფასო წუთებს იღებდნენ. ადრეულ 2014 წელს კი Jana მთლიანად ციფრული გახდა mCent-ით. შემდგომში ის უფასო წუთებს არიგებდა Amazon-ის ან მისი ინდოელი კონკურენტის Flipkart-ის გამოცდის სანაცვლოდ. ეს დიდი აფეთქება იყო. ერთ წელიწადში მისი შემოსავალი რამდენიმე ასეული ათასიდან $50 მილიონამდე გაიზარდა. mCent-ი მეხუთე ყველაზე პოპულარულ აპლიკაციად იქცა ინდოეთში. 2015-ში Jana უკვე მოგებაზე გავიდა. შემოსავლის ნახევარი ისეთი დიდი სახელებისგან მოდის, როგორიცაა ჩინეთის Tencent-ი, Amazon-ი, Twitter-ი, ხოლო დანარჩენი (1,500 აპლიკაციაზე მეტი) უცხო სახელების გრძელი სიაა.
Jana-მ წარმატებას მიაღწია, რადგან იგი განვითარებად ბაზრებზე მობილურებისთვის შექმნილ მკაცრ ეკონომიკურ კლიმატს არბილებს: მოწყობილობების ფასი ხომ დაეცა, მაგრამ მონაცემების ფასი – არა. ინდოელებს სმარტფონის შეძენა $40-ზე ნაკლებად შეუძლიათ, მაგრამ საშუალოდ, მათი გამოყენების საფასური შედარებით ძვირია – $7 თვეში. აქედან ნახევარი ინტერნეტწვდომაზე იხარჯება. ინდოეთში მონაცემები, დასავლური სტანდარტებით, შესაძლოა ძალიან იაფია – დაახლოებით $4 ერთი გიგაბაიტისთვის (შეადარეთ ეს $20-ს ერთი გიგაბაიტისთვის აშშ-ში, Verizon-ის სტანდარტით), მაგრამ ეს მაინც ძვირია ადგილობრივებისთვის, რომლებიც საათში 20 ცენტს გამოიმუშავებენ. იგლის თქმით, მობილური მონაცემები ბრაზილიაში საშუალო ხელფასის 10% ღირს, აფრიკაში საშუალო ხელფასის მესამედი, ხოლო აშშ-ში 1-2%, ITU-ს მონაცემების თანახმად.
შედეგი: სმარტფონების ინდოელ მესაკუთრეთაგან მხოლოდ 57% რთავს ინტერნეტს და ისინი საშუალოდ 80 მეგაბაიტს მოიხმარენ. ეს ათჯერ ნაკლებია აშშ-ის მაჩვენებელზე. იოჰანესბურგელი თინეიჯერები სავაჭრო ცენტრებში მხოლოდ იმისთვის მიდიან, რომ უფასო WiFi გამოიყენონ, ამბობს Ovum-ის სამხრეთაფრიკელი ანალიტიკოსი თეკლა მბონგუ. “სხედან და რაღაცებს იწერენ”, – ამატებს იგი.
მეტი ანტენა გამტარუნარიანობას გაზრდიდა, მაგრამ განვითარებადი ქვეყნების ოპერატორები პატარა მარჟების, ასევე პატარა ბიუჯეტებისა და ზრდადი კონკურენციის წინაშე დგანან. ბევრ ქვეყანაში ერთი მომხმარებლისგან მიღებული საშუალო შემოსავალი იკლებს ქსელში მეტად ხელმოკლე ადამიანების ჩართვასთან ერთად. “ყველა ეს ადამიანი ქსელში რომ ჩართულიყო, საშინელი სერვისი იქნებოდა, – ამბობს Ovum-ის ბანგალორის ოფისის უფროსი ანალიტიკოსი ნეჰა დჰარია, – ინტერნეტში შესვლა იმიტომ შეგვიძლია, რომ ცოტა ჩვენგანია ინტერნეტში”.
ეს დიდი ინტერნეტკომპანიებისთვის, როგორიცაა Facebook-ი, Twitter-ი და Google-ი, პრობლემას აჩენს. ისინი უნდა მიხვდნენ, როგორ მიართვან ინფორმაცია (რეკლამებთან ერთად). Google-ის Project Loon-ი და Facebook-ის Internet.org-ი აპირებენ უფასო WiFi განვითარებად ერებს საჰაერო ბუშტებისა და დრონების საშუალებით მიაწოდონ, მაგრამ სატესტო ფრენები მხოლოდ ახლა იწყება და რეალურ სამყაროზე გავლენამდე წლები გავა.
პრობლემის სწრაფი და ბინძური გადაჭრა იქნებოდა ოპერატორებთან შეთანხმება, რომლის თანახმადაც ინტერნეტკომპანიები თავად გადაიხდიდნენ საფასურს, როდესაც მომხმარებლები მათ საიტს ესტუმრებოდნენ. Facebook-ი, Google-ი და WhatsApp-ი ამ პრაქტიკის პიონერები იყვნენ. Facebook-მა შეიმუშავა Facebook Zero (მხოლოდ ტექსტური ვერსია, ფოტოების გარეშე), Google-მა კი მონაცემთა სპონსორობის პროგრამა, რათა Android-ის აპლიკაციები უფრო მიმზიდველი გახადოს.
ეს პრაქტიკა უსამართლოა, რადგან აპლიკაციებს, რომელთაც საკუთარი მომხმარებლების ნაცვლად საფასურის გადახდა შეუძლიათ, უპირატესობა აქვთ შედარებით პატარა აპებზე, რომელთაც ეს არ ძალუძთ. მომხმარებლებსაც შეზღუდული წარმოდგენა შეექმნებათ იმაზე, თუ რა არის ინტერნეტი. Quartz-ის მიერ 2015 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ინდონეზიელების 11%-ი, რომლებიც Facebook Zero-ს იყენებდნენ, ვერ აცნობიერებენ, რომ ისინი ინტერნეტში არიან. ინდოელმა აქტივისტებმა Facebook-ის Internet.org-ის აპლიკაციაზე იერიში მიიტანეს. ეს უკანასკნელი შერჩევით ხსნის საიტებს. აქტივისტები ამბობენ, რომ ეს მომხმარებლის განგებ შეცდომაში შეყვანაა.
Jana-ს მტკიცებით, ის გვერდს უვლის დარღვევებს ინტერნეტის ნეიტრალურობის წინაშე. mCent-ის მომხმარებლებს თავისუფლად შეუძლიათ ნებისმიერი ვებსაიტის გახსნა, ან ნებისმიერი აპლიკაციის დაინსტალირება, მას შემდეგ, რაც სპონსორის აპლიკაციას გამოცდიან. “ჩვენ უფასოდ ორჯერ მეტ მონაცემს ვაძლევთ”, – ამბობს იგლი.
Jana-ს სწრაფმა ზრდამ, წესით, Google-ს, Facebook-სა და ოპერატორებს თავდაჯერებულობის საბაბი უნდა მისცეს: “სპონსორული მონაცემები ერთ-ერთი იარაღთაგანია განვითარებად ბაზრებზე, რომლებიც მონაცემების მოხმარების ზრდას უწყობს ხელს”, – ამბობს Strategy Analytics-ის ანალიტიკოსი ფილ კენდალი.
Jana 2009 წელს დაიწყო. მაშინ პროფესორი იგლი ნაირობის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა და ამავდროულად MIT-ის მედიალაბორატორიის მკვლევარი იყო. თავის კვლევებით იგლს შესაძლებლობა მიეცა აღმოსავლეთი აფრიკის ოპერატორების მონაცემთა ბაზაზე და სისტემებზე წვდომა ჰქონოდა. იგი დაფრინავდა ისეთ ქალაქებში, როგორიცაა, მაგალითად, კიგალი (რუანდა) და მიწისქვეშა მონაცემთა ცენტრების კაბელებსა და ქსელებს შორის გზას იკვლევდა.
კენიის ზღვისპირა, პერიფერიულ რეგიონში მოგზაურობისას იგლს მუშაობა მოუწია ჰოსპიტალში, სადაც, მისდა გასაკვირად, ერთ-ერთმა ექთანმა სისხლის ჩაბარება სთხოვა. მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში მას კიდევ ბევრჯერ მოუწია ამის გაკეთება. “დავინტერესდი, სისხლის მარაგები ასე უეცრად რატომ ილეოდა”, – ამბობს იგი. პრობლემა არადროულ ინფორმირებაში მდგომარეობდა. მომმარაგებელი ორ კვირაში ერთხელ მოდიოდა ახალი სისხლით და ამ ინტენსივობით გზავნიდა ანგარიშს ჰოსპიტალში არსებულ მარაგებზე.
იგლმა შექმნა SMS სისტემით მომუშავე პროგრამა, რომელიც ექთნებს საშუალებას მისცემდა, ყოველდღე ჩაებარებინათ ანგარიში მარაგების შესახებ. ჰოსპიტალში წამოწყება მოიწონეს, თუმცა ერთი თვის შემდეგ აღარავინ იყენებდა პროგრამას, რადგან ექთნებს საკუთარი ხარჯით უწევდათ მოკლე ტექსტური შეტყობინებების გზავნა. იგლმა გამოიყენა საკუთარი წვდომა ოპერატორის ბილინგ-სისტემაზე და შექმნა უფრო მარტივი პროგრამა, რომელიც ექთნებს 10 კენიურ შილინგს და მადლობას უხდიდა სისხლის ბანკისთვის გაგზავნილი თითოეული შეტყობინებისთვის. ექთნებმა მყისვე დაიწყეს პლატფორმის გამოყენება. იგლი მონაცემთა ფასს საკუთარი ჯიბიდან იხდიდა. თანხა წელიწადში $250-ზე მაღლა არ ადიოდა. ასე დაიბადა სპონსორული მონაცემები.
იგლმა $1-მილიონიანი დაფინანსება მოიზიდა მონაცემთა გაცვლის სისტემის შესაქმნელად და მომდევნო ხუთი წელი ინჟინრების დაქირავებაში გაატარა. თან, ადგილობრივ ოპერატორებთან შესახვედრად, აფრიკასა და აზიაში დაფრინავდა. ერთხელ ლაგოსში, ნიგერიაში, ფულით სავსე ჩანთით ჩასვლაც კი მოუწია, რათა ადგილობრივი ოპერატორის საშუალო რგოლის მენეჯერს შეხვედროდა და ფული შეეთავაზებინა მის ბილინგის სისტემასთან რეგულარული წვდომის სანაცვლოდ. 2011 წლისთვის Jana-ს უკვე $8.5 მილიონი ჰქონდა მოზიდული Spark Capital-ისგან და კლიენტებს შორის დიდი ბრენდებიც ჰყავდა – Nestle, Procter & Gamble-ი და Unilever-ი, რომლებიც მონაცემთა მიღების სპონსორები იყვნენ მათი აპლიკაციის გამოყენების სანაცვლოდ.
მაგრამ იგლს არ ახარებდა ის ფაქტი, რომ Jana სარეკლამო სააგენტოდ ტრანსფორმირდებოდა და იგი იძულებული იქნებოდა, თითოეული ბრენდის კამპანიის გასაძღოლად სამჯერ მეტი ადამიანი დაექირავებინა. 2013 წელს იგლმა გამაოგნებელი გადაწყვეტილება მიიღო. მან უთხრა Unilever-ს, რომ Jana-ს მის კამპანიასთან კავშირი აღარ ექნებოდა და ფულს დააბრუნებდა. “ეს საკმარისი თანხა იყო იმისთვის, რომ ჩემთვის ძილი დაეფრთხო”, – ამბობს ის.
ამის ნაცვლად მან საკუთარ ინჟინრებს mCent-ი შეაქმნევინა – აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლებს მონაცემების მიწოდებიტ უხდიდა სხვა აპლიკაციების შემოწმებისთვის. რამდენიმე თვეში mCent-ის მომხმარებელთა რიცხვი მილიონებით გაიზარდა. “ეჭვიც არ მაქვს, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო”, – ამბობს იგი.
mCent-ის თითოეული მომხმარებლის შესახებ Jana ისეთ ძვირფას ინფორმაციას აგროვებს, როგორიცაა აპლიკაციის მოხმარების ისტორია და თუ რომელი მეგობრები არიან დარეგისტრირებულნი. მაგალითად, LINE-ის მსგავსი კლიენტები Jana-ს უხდიან იმ მომხმარებლებთან წვდომისთვის, რომლებიც დღეში 10 წუთზე მეტს ატარებენ WhatsApp-ზე. Jana გულახდილი უნდა იყოს მომხმარებლებთან იმის შესახებ, თუ რეალურად რა ღირს “უფასო მონაცემები”. “მსგავსი ბიზნესის პრობლემაა, რომ ხშირად ის გამჭვირვალე არ არის”, – ამბობს CM Research-ის ანალიტიკოსი საირუს მევავალა და ამატებს, რომ უფრო ღარიბი მომხმარებლები, რომლებმაც არაფერი უწყიან ქსელის მუშაობის პრინციპების შესახებ, შესაძლოა ექსპლუატაციის საფრთხის ქვეშ დადგნენ.
mCent-იც შეიძლება ექსპლუატაციის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს, როცა მომხმარებლები ჩამოტვირთავენ მათთვის უინტერესო უამრავ აპლიკაციას, რათა უფასო ინტერნეტი მიიღონ. “ჩვენ გვინახავს ბევრი თამაში, რომლებშიც ინტეგრირებულია პროვაიდერები, ისინი კი, თავის მხრივ, სხვა თამაშების რეკლამას გაჩვენებენ”, – ამბობს Index Ventures-ის თანადამფუძნებელი ნილ რიმერი. იგი Jana-ს მიმართ სკეპტიციზმს ამჟღავნებს. “არ მჯერა, რადგან ასეთი რეკლამები ეფექტური არ არის”. Jana ცდილობს ამის საწინააღმდეგო ზომები მომხმარებელზე რეკლამის პერსონალიზებით მიიღოს. ამასთანავე იგლის კომპანია ითვლის დროს, რომელსაც მომხმარებლები ჩამოტვირთულ აპლიკაციაში დაჰყოფენ.
იგლი კორპორაციული სპონსორობის მოდელის კრიტიკოსებს პატერნალიზმისკენ მიდრეკილებაშიც ადანაშაულებს. “როცა მონაცემების მხოლოდ რაღაც ნაწილზე აძლევ წვდომას, ამას არ შეიძლება კარგი სერვისი ეწოდოს. ჩვენ გვინდა, რომ ადამიანებს მთელ ინტერნეტზე ჰქონდეთ წვდომა. ამისგან მიღებული სარგებელი უფრო წონიანია, ვიდრე თანამდევი უკუჩვენება, რაც გლობალური ბრენდებისთვის ადამიანების პირადი ინფორმაციის გამჟღავნებას გულისხმობს.
მსოფლიოში 7.3 მილიარდი ადამიანია. 2020 წლისთვის მათგან 6 მილიარდს სმარტფონი ექნება. მიუხედავად ამისა, ამ რევოლუციურ მოწყობილობას ბევრი მათგანი ინტერნეტში შესასვლელად არ გამოიყენებს. „ისინი სმარტფონებს ჩვეულებრივი ტელეფონებივით იყნებენ“, – ამბობს ნათან იგლი, Jana-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.
თქვენ ალბათ არასდროს გსმენიათ Jana-ს შესახებ, მაგრამ განვითარებადი სამყაროდან მილიონებისთვის იგი მობილური ინტერნეტის მთავარი წყაროა. მისი აპლიკაციის, mCent-ის მომხმარებლები ინდოეთიდან ჯილდოდ იღებენ 13 რუპიის ღირებულების ინტერნეტს, თუკი ისინი ჩამოტვირთავენ და გამოცდიან საჩათაო აპლიკაცია Line-ს. ან შეუძლიათ 28 რუპიის ღირებულების ინტერნეტი მიიღონ მუსიკალური სერვისის Saavn-ის გამოყენების სანაცვლოდ. უფასოდ მიღებული მონაცემები მათ შეუძლიათ გამოიყენონ საიტების გასახსნელად, ან, თუნდაც, სამსახურის მოსაძებნად. ამგვარად, mCent-მა 30 მილიონზე მეტი მომხმარებელი შეაგროვა ერთ წელზე ნაკლებ დროში. მან ეს 93 ქვეყნის 331 მობილურ ოპერატორთან გრძელვადიანი პარტნიორობით მოახერხა.
„არ ვიცი სხვა კომპანია, რომელსაც ამ მასშტაბის ერთ მეათედზე მეტი უჭირავს“, – ამბობს იგლი, ქერათმიანი, 38 წლის ყოფილი აკადემიკოსი, რომელიც პრაქტიკული მიდგომით გამოირჩევა. მან Jana 6 წლის წინ დააარსა. ერთადერთი გამონაკლისი მხოლოდ Internet.org-ი შეიძლება იყოს, Facebook-ის დიდი პროექტი, რათა მილიარდობით ადამიანი ინტერნეტთან დააკავშიროს. თუმცა Internet.org-ის მომხმარებელი სამჯერ ნაკლებია.
Jana წლების განმავლობაში ქმნიდა მონაცემების კრედიტად გამცემ ინფრასტრუქტურას. იგი ფულს ისეთ ბრენდებთან სასპონსორო გარიგებებით შოულობდა, როგორიც, მაგალითად, Unilever-ია. ინდოელი მომხმარებლები იყიდდნენ შამპუნს და ყოველ ბოთლში ხვდებოდათ კოდი, რომლითაც ინტერნეტის უფასო წუთებს იღებდნენ. ადრეულ 2014 წელს კი Jana მთლიანად ციფრული გახდა mCent-ით. შემდგომში ის უფასო წუთებს არიგებდა Amazon-ის ან მისი ინდოელი კონკურენტის Flipkart-ის გამოცდის სანაცვლოდ. ეს დიდი აფეთქება იყო. ერთ წელიწადში მისი შემოსავალი რამდენიმე ასეული ათასიდან $50 მილიონამდე გაიზარდა. mCent-ი მეხუთე ყველაზე პოპულარულ აპლიკაციად იქცა ინდოეთში. 2015-ში Jana უკვე მოგებაზე გავიდა. შემოსავლის ნახევარი ისეთი დიდი სახელებისგან მოდის, როგორიცაა ჩინეთის Tencent-ი, Amazon-ი, Twitter-ი, ხოლო დანარჩენი (1,500 აპლიკაციაზე მეტი) უცხო სახელების გრძელი სიაა.
Jana-მ წარმატებას მიაღწია, რადგან იგი განვითარებად ბაზრებზე მობილურებისთვის შექმნილ მკაცრ ეკონომიკურ კლიმატს არბილებს: მოწყობილობების ფასი ხომ დაეცა, მაგრამ მონაცემების ფასი – არა. ინდოელებს სმარტფონის შეძენა $40-ზე ნაკლებად შეუძლიათ, მაგრამ საშუალოდ, მათი გამოყენების საფასური შედარებით ძვირია – $7 თვეში. აქედან ნახევარი ინტერნეტწვდომაზე იხარჯება. ინდოეთში მონაცემები, დასავლური სტანდარტებით, შესაძლოა ძალიან იაფია – დაახლოებით $4 ერთი გიგაბაიტისთვის (შეადარეთ ეს $20-ს ერთი გიგაბაიტისთვის აშშ-ში, Verizon-ის სტანდარტით), მაგრამ ეს მაინც ძვირია ადგილობრივებისთვის, რომლებიც საათში 20 ცენტს გამოიმუშავებენ. იგლის თქმით, მობილური მონაცემები ბრაზილიაში საშუალო ხელფასის 10% ღირს, აფრიკაში საშუალო ხელფასის მესამედი, ხოლო აშშ-ში 1-2%, ITU-ს მონაცემების თანახმად.
შედეგი: სმარტფონების ინდოელ მესაკუთრეთაგან მხოლოდ 57% რთავს ინტერნეტს და ისინი საშუალოდ 80 მეგაბაიტს მოიხმარენ. ეს ათჯერ ნაკლებია აშშ-ის მაჩვენებელზე. იოჰანესბურგელი თინეიჯერები სავაჭრო ცენტრებში მხოლოდ იმისთვის მიდიან, რომ უფასო WiFi გამოიყენონ, ამბობს Ovum-ის სამხრეთაფრიკელი ანალიტიკოსი თეკლა მბონგუ. „სხედან და რაღაცებს იწერენ“, – ამატებს იგი.
მეტი ანტენა გამტარუნარიანობას გაზრდიდა, მაგრამ განვითარებადი ქვეყნების ოპერატორები პატარა მარჟების, ასევე პატარა ბიუჯეტებისა და ზრდადი კონკურენციის წინაშე დგანან. ბევრ ქვეყანაში ერთი მომხმარებლისგან მიღებული საშუალო შემოსავალი იკლებს ქსელში მეტად ხელმოკლე ადამიანების ჩართვასთან ერთად. „ყველა ეს ადამიანი ქსელში რომ ჩართულიყო, საშინელი სერვისი იქნებოდა, – ამბობს Ovum-ის ბანგალორის ოფისის უფროსი ანალიტიკოსი ნეჰა დჰარია, – ინტერნეტში შესვლა იმიტომ შეგვიძლია, რომ ცოტა ჩვენგანია ინტერნეტში“.
ეს დიდი ინტერნეტკომპანიებისთვის, როგორიცაა Facebook-ი, Twitter-ი და Google-ი, პრობლემას აჩენს. ისინი უნდა მიხვდნენ, როგორ მიართვან ინფორმაცია (რეკლამებთან ერთად). Google-ის Project Loon-ი და Facebook-ის Internet.org-ი აპირებენ უფასო WiFi განვითარებად ერებს საჰაერო ბუშტებისა და დრონების საშუალებით მიაწოდონ, მაგრამ სატესტო ფრენები მხოლოდ ახლა იწყება და რეალურ სამყაროზე გავლენამდე წლები გავა.
პრობლემის სწრაფი და ბინძური გადაჭრა იქნებოდა ოპერატორებთან შეთანხმება, რომლის თანახმადაც ინტერნეტკომპანიები თავად გადაიხდიდნენ საფასურს, როდესაც მომხმარებლები მათ საიტს ესტუმრებოდნენ. Facebook-ი, Google-ი და WhatsApp-ი ამ პრაქტიკის პიონერები იყვნენ. Facebook-მა შეიმუშავაFacebook Zero (მხოლოდ ტექსტური ვერსია, ფოტოების გარეშე), Google-მა კი მონაცემთა სპონსორობის პროგრამა, რათა Android-ის აპლიკაციები უფრო მიმზიდველი გახადოს.
ეს პრაქტიკა უსამართლოა, რადგან აპლიკაციებს, რომელთაც საკუთარი მომხმარებლების ნაცვლად საფასურის გადახდა შეუძლიათ, უპირატესობა აქვთ შედარებით პატარა აპებზე, რომელთაც ეს არ ძალუძთ. მომხმარებლებსაც შეზღუდული წარმოდგენა შეექმნებათ იმაზე, თუ რა არის ინტერნეტი. Quartz-ის მიერ 2015 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ინდონეზიელების 11%-ი, რომლებიც Facebook Zero-ს იყენებდნენ, ვერ აცნობიერებენ, რომ ისინი ინტერნეტში არიან. ინდოელმა აქტივისტებმა Facebook-ის Internet.org-ის აპლიკაციაზე იერიში მიიტანეს. ეს უკანასკნელი შერჩევით ხსნის საიტებს. აქტივისტები ამბობენ, რომ ეს მომხმარებლის განგებ შეცდომაში შეყვანაა.
Jana-ს მტკიცებით, ის გვერდს უვლის დარღვევებს ინტერნეტის ნეიტრალურობის წინაშე. mCent-ის მომხმარებლებს თავისუფლად შეუძლიათ ნებისმიერი ვებსაიტის გახსნა, ან ნებისმიერი აპლიკაციის დაინსტალირება, მას შემდეგ, რაც სპონსორის აპლიკაციას გამოცდიან. „ჩვენ უფასოდ ორჯერ მეტ მონაცემს ვაძლევთ“, – ამბობს იგლი.
Jana-ს სწრაფმა ზრდამ, წესით, Google-ს, Facebook-სა და ოპერატორებს თავდაჯერებულობის საბაბი უნდა მისცეს: „სპონსორული მონაცემები ერთ-ერთი იარაღთაგანია განვითარებად ბაზრებზე, რომლებიც მონაცემების მოხმარების ზრდას უწყობს ხელს“, – ამბობს Strategy Analytics-ის ანალიტიკოსი ფილ კენდალი.
Jana 2009 წელს დაიწყო. მაშინ პროფესორი იგლი ნაირობის უნივერსიტეტშილექციებს კითხულობდა და ამავდროულად MIT-ის მედიალაბორატორიის მკვლევარი იყო. თავის კვლევებით იგლს შესაძლებლობა მიეცა აღმოსავლეთი აფრიკის ოპერატორების მონაცემთა ბაზაზე და სისტემებზე წვდომა ჰქონოდა. იგი დაფრინავდა ისეთ ქალაქებში, როგორიცაა, მაგალითად, კიგალი (რუანდა) და მიწისქვეშა მონაცემთა ცენტრების კაბელებსა და ქსელებს შორის გზას იკვლევდა.
კენიის ზღვისპირა, პერიფერიულ რეგიონში მოგზაურობისას იგლს მუშაობა მოუწია ჰოსპიტალში, სადაც, მისდა გასაკვირად, ერთ-ერთმა ექთანმა სისხლის ჩაბარება სთხოვა. მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში მას კიდევ ბევრჯერ მოუწია ამის გაკეთება. „დავინტერესდი, სისხლის მარაგები ასე უეცრად რატომ ილეოდა“, – ამბობს იგი. პრობლემა არადროულ ინფორმირებაში მდგომარეობდა. მომმარაგებელი ორ კვირაში ერთხელ მოდიოდა ახალი სისხლით და ამ ინტენსივობით გზავნიდა ანგარიშს ჰოსპიტალში არსებულ მარაგებზე.
იგლმა შექმნა SMS სისტემით მომუშავე პროგრამა, რომელიც ექთნებს საშუალებას მისცემდა, ყოველდღე ჩაებარებინათ ანგარიში მარაგების შესახებ. ჰოსპიტალში წამოწყება მოიწონეს, თუმცა ერთი თვის შემდეგ აღარავინ იყენებდა პროგრამას, რადგან ექთნებს საკუთარი ხარჯით უწევდათ მოკლე ტექსტური შეტყობინებების გზავნა. იგლმა გამოიყენა საკუთარი წვდომა ოპერატორის ბილინგ-სისტემაზე და შექმნა უფრო მარტივი პროგრამა, რომელიც ექთნებს 10 კენიურ შილინგს და მადლობას უხდიდა სისხლის ბანკისთვის გაგზავნილი თითოეული შეტყობინებისთვის. ექთნებმა მყისვე დაიწყეს პლატფორმის გამოყენება. იგლი მონაცემთა ფასს საკუთარი ჯიბიდან იხდიდა. თანხა წელიწადში $250-ზე მაღლა არ ადიოდა. ასე დაიბადა სპონსორული მონაცემები.
იგლმა $1-მილიონიანი დაფინანსება მოიზიდა მონაცემთა გაცვლის სისტემის შესაქმნელად და მომდევნო ხუთი წელი ინჟინრების დაქირავებაში გაატარა. თან, ადგილობრივ ოპერატორებთან შესახვედრად, აფრიკასა და აზიაში დაფრინავდა. ერთხელ ლაგოსში, ნიგერიაში, ფულით სავსე ჩანთით ჩასვლაც კი მოუწია, რათა ადგილობრივი ოპერატორის საშუალო რგოლის მენეჯერს შეხვედროდა და ფული შეეთავაზებინა მის ბილინგის სისტემასთან რეგულარული წვდომის სანაცვლოდ. 2011 წლისთვის Jana-ს უკვე $8.5 მილიონი ჰქონდა მოზიდული Spark Capital-ისგან და კლიენტებს შორის დიდი ბრენდებიც ჰყავდა – Nestle, Procter & Gamble-ი და Unilever-ი, რომლებიც მონაცემთა მიღების სპონსორები იყვნენ მათი აპლიკაციის გამოყენების სანაცვლოდ.
მაგრამ იგლს არ ახარებდა ის ფაქტი, რომ Jana სარეკლამო სააგენტოდ ტრანსფორმირდებოდა და იგი იძულებული იქნებოდა, თითოეული ბრენდის კამპანიის გასაძღოლად სამჯერ მეტი ადამიანი დაექირავებინა. 2013 წელს იგლმა გამაოგნებელი გადაწყვეტილება მიიღო. მან უთხრა Unilever-ს, რომ Jana-ს მის კამპანიასთან კავშირი აღარ ექნებოდა და ფულს დააბრუნებდა. „ეს საკმარისი თანხა იყო იმისთვის, რომ ჩემთვის ძილი დაეფრთხო“, – ამბობს ის.
ამის ნაცვლად მან საკუთარ ინჟინრებს mCent-ი შეაქმნევინა – აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლებს მონაცემების მიწოდებიტ უხდიდა სხვა აპლიკაციების შემოწმებისთვის. რამდენიმე თვეში mCent-ის მომხმარებელთა რიცხვი მილიონებით გაიზარდა. „ეჭვიც არ მაქვს, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო“, – ამბობს იგი.
mCent-ის თითოეული მომხმარებლის შესახებ Jana ისეთ ძვირფას ინფორმაციას აგროვებს, როგორიცაა აპლიკაციის მოხმარების ისტორია და თუ რომელი მეგობრები არიან დარეგისტრირებულნი. მაგალითად, LINE-ის მსგავსი კლიენტები Jana-ს უხდიან იმ მომხმარებლებთან წვდომისთვის, რომლებიც დღეში 10 წუთზე მეტს ატარებენ WhatsApp-ზე. Jana გულახდილი უნდა იყოს მომხმარებლებთან იმის შესახებ, თუ რეალურად რა ღირს „უფასო მონაცემები“. „მსგავსი ბიზნესის პრობლემაა, რომ ხშირად ის გამჭვირვალე არ არის“, – ამბობს CM Research-ის ანალიტიკოსი საირუს მევავალა და ამატებს, რომ უფრო ღარიბი მომხმარებლები, რომლებმაც არაფერი უწყიან ქსელის მუშაობის პრინციპების შესახებ, შესაძლოა ექსპლუატაციის საფრთხის ქვეშ დადგნენ.
mCent-იც შეიძლება ექსპლუატაციის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს, როცა მომხმარებლები ჩამოტვირთავენ მათთვის უინტერესო უამრავ აპლიკაციას, რათა უფასო ინტერნეტი მიიღონ. „ჩვენ გვინახავს ბევრი თამაში, რომლებშიც ინტეგრირებულია პროვაიდერები, ისინი კი, თავის მხრივ, სხვა თამაშების რეკლამას გაჩვენებენ“, – ამბობს Index Ventures-ის თანადამფუძნებელი ნილ რიმერი. იგი Jana-ს მიმართ სკეპტიციზმს ამჟღავნებს. „არ მჯერა, რადგან ასეთი რეკლამები ეფექტური არ არის“. Jana ცდილობს ამის საწინააღმდეგო ზომები მომხმარებელზე რეკლამის პერსონალიზებით მიიღოს. ამასთანავე იგლის კომპანია ითვლის დროს, რომელსაც მომხმარებლები ჩამოტვირთულ აპლიკაციაში დაჰყოფენ.
იგლი კორპორაციული სპონსორობის მოდელის კრიტიკოსებს პატერნალიზმისკენ მიდრეკილებაშიც ადანაშაულებს. „როცა მონაცემების მხოლოდ რაღაც ნაწილზე აძლევ წვდომას, ამას არ შეიძლება კარგი სერვისი ეწოდოს. ჩვენ გვინდა, რომ ადამიანებს მთელ ინტერნეტზე ჰქონდეთ წვდომა. ამისგან მიღებული სარგებელი უფრო წონიანია, ვიდრე თანამდევი უკუჩვენება, რაც გლობალური ბრენდებისთვის ადამიანების პირადი ინფორმაციის გამჟღავნებას გულისხმობს.
დატოვე კომენტარი