„მეღვინეობა ჩელთის“ უცხოურ ბაზრებზე  წარმატების სტრატეგია

„მეღვინეობა ჩელთის“ უცხოურ ბაზრებზე  წარმატების სტრატეგია

„მეღვინეობა ჩელთი“ დაახლოებით 500,000-ლარიანი ინვესტიციით კახეთის რეგიონში ვენახებს 20 ჰექტრით აფართოებს. ამჟამად კომპანია 80 ჰექტარ ტერიტორიას ფლობს, საიდანაც 50 ჰექტარი ვენახს ეთმობა. კომპანიას ძირითადად საფერავის ჯიშის ყურძენი აქვს გაშენებული, ჯამში კი 15 სახეობის ღვინოს აწარმოებს.

კომპანიამ ცოტა ხნის წინ ბერლინში დააარსა საწყობი და ონლაინგაყიდვების პლატფორმა, საიდანაც მთელი ევროპის მასშტაბით ხდება პროდუქციის რეალიზაცია. როგორც „მეღვინეობა ჩელთის“ გენერალურმა მენეჯერმა ანდრია მირიანაშვილმა Forbes Georgia-ს განუცხადა, კომპანია ქართული ღვინის გაყიდვებით გერმანიის Amazon-ზე პირველ ადგილს იკავებს.

„სამომავლოდ, გვინდა, რომ მსგავსი ონლაინგაყიდვების პლატფორმები   სხვადასხვა ქვეყანაში გავაკეთოთ და აგრეთვე ჩვენი პროდუქცია  მსოფლიოს წამყვან ქსელებში, რესტორნებსა თუ სასტუმროებში შევიტანოთ“, – განმარტავს ანდრია მირიანაშვილი.

„მეღვინეობა ჩელთი“ ცოტა ხნის წინ შვეიცარიის ბაზარზე შევიდა, სადაც გაყიდვები ძირითადად ონლაინრეჟიმში მიმდინარეობს.

„ეს ის ქვეყანაა, სადაც მომხმარებელი აფასებს ხარისხს და ისტორიას, რომელიც პროდუქტის უკან დგას.  „ჩელთის“ გაყიდვები  შვეიცარიაში ყოველდღიურად იზრდება და დარგის ექსპერტებისგან მრავალ დადებით შეფასებას ვიღებთ“, – აღნიშნა ანდრია მირიანაშვილმა.

კომპანიის კომერციული დირექტორის ანა მირიანაშვილის განმარტებით, ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით „ჩელთი“ მუდმივად ესწრება საერთაშორისო ღონისძიებებსა და გამოფენებს,  სხვადასხვა ქვეყანაში პრეზენტაციებს აწყობს და პროდუქციას უცხოეთში დეგუსტაციისთვის გზავნის, რის შედეგადაც, როგორც მეღვინეობის წარმომადგენელი განმარტავს, ყოველთვის დადებით შეფასებას იღებენ.

„თითოეული ჩვენი წარმატება და მიღწევა  კი მთლიანად ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე ახდენს გავლენას და მას მსოფლიოში მეტად ცნობადს ხდის“,  აღნიშნავს ანა მირიანაშვილი.

„მეღვინეობა ჩელთი“ წელიწადში დაახლოებით 600 000 ბოთლ ღვინოს  ყიდის. როგორც კომპანიაში განმარტავენ, უფრო მეტის რეალიზაციის შესაძლებლობაც აქვთ, თუმცა ამას არ აკეთებენ, რადგან ღვინოს აძველებენ და მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გამოაქვთ ბაზარზე. „ჩელთის“  ღვინის საძველეში, რომელიც მიწის ქვეშ, 7 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს, ამჟამად 150,000 ბოთლამდე ღვინო ძველდება.

ქართული ღვინის კომპანია ამჟამად მსოფლიოს 18 ქვეყანაშია წარმოდგენილი, მათ შორის აშშ-ში,  ჩინეთში, გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, იაპონიაში, ყაზახეთსა   და ბელგიაში.

უცხოურ ბაზარზე პირველად 2011 წელს, აშშ-ში გავიდნენ. ცოტა ხნის შემდეგ კი The Washington Post-მა „ჩელთის“ ღვინო იმ საუკეთესო მსოფლიო ღვინოების ხუთეულში შეიყვანა, რომლებიც ღვინის მოყვარულებმა აუცილებლად უნდა გასინჯონ.

მეღვინეობა „ჩელთი“ 2001 წელს გიორგი მირიანაშვილმა დააფუძნა. ეს არის ოჯახური კომპანია და მისი მთავარი ამოცანაა, აწარმოოს უმაღლესი ხარისხის ქართული ღვინო, რომელიც კონკურენტული იქნება მსოფლიოს ყველა ბაზარზე.

დამფუძნებელი გიორგი მირიანაშვილი  დირექტორის პოზიციას იკავებს, ანდრია მირიანაშვილი  – გენერალური მენეჯერის, ხოლო ანა მირიანაშვილი – კომერციული დირექტორის.

ანდრია მირიანაშვილის განმარტებით, 2019-2020 წლებში „ჩელთის“ ღვინოებმა მსოფლიოს წამყვან დეგუსტაციებსა და ღვინის გამოფენებზე 14 ოქროს მედალი მიიღო.  დეკანტერისა და მუნდუს ვინის ჟიურიმ „ჩელთის“ პლატინის და ორმაგი ოქროს ჯილდო მიანიჭა და მსოფლიოს  20 საუკეთესო ღვინოს შორის დაასახელა. რაც შეეხება კომპანიის სახელწოდებას, ჩელთი მდინარის სახელია, რომლის ქანებზეც ვენახებია გაშენებული. ანდრია მირიანაშვილის თქმით, მდინარე  ჩელთი უნიკალურობას ანიჭებს იმ მიკროზონას, სადაც ყურძენი მოდის და სწორედ ეს განაპირობებს ღვინის უმაღლეს ხარისხს.

დატოვე კომენტარი

1 კომენტარი

  1. Nicely put. Thank you.
    casino en ligne
    Superb advice, Thanks a lot!
    casino en ligne France
    Really loads of wonderful material!
    casino en ligne fiable
    Nicely put. Many thanks!
    casino en ligne fiable
    Incredible quite a lot of fantastic info!
    casino en ligne
    Lovely postings, Many thanks!
    casino en ligne
    Thanks a lot! I like this!
    casino en ligne francais
    Appreciate it. A lot of forum posts.
    casino en ligne fiable
    You definitely made your point!
    casino en ligne
    Effectively expressed genuinely! !
    meilleur casino en ligne

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *