მელინდა გეიტსი ბილთან განქორწინების დაანონსების შემდეგ მილიარდერი გახდა. მათი განცხადებით, წყვილის 27-წლიანი ურთიერთობა „გამოუსწორებლად დაირღვა“, თუმცა გეიტსებს განქორწინების ზუსტი მიზეზი არ დაუსახელებიათ. აღსანიშნავია, რომ 3 მაისს ბილმა Cascade Investment-ის $1.8 მილიარდის ეკვივალენტის ფასიანი ქაღალდები მელინდას გადასცა.
მელინდას ქონება განქორწინების პროცესის განმავლობაში კიდევ უფრო იზრდება. 13 მაისს Cascade Investment-დან $851 მილიონის ღირებულების აქციები Deere & Co.-ს გადაეცა. Deere & Co.-ს საქმიანობა სოფლის მეურნეობას, მშენებლობას, სატყეო მეურნეობებისა და საძოვრების მოვლას მოიცავს.
ცნობისთვის, Canadian National Railway Co.-დან მელინდას უკვე მიღებული ჰქონდა $1.5 მილიარდის ღირებულების წილი. გასული კვირის განმავლობაში მან $2.4 მილიარდის ღირებულების წილი AutoNation-ში, მექსიკურ Coke bottler Coca-Cola-სა და მექსიკურ მაუწყებელ Grupo Televisa-ში მიიღო. Forbes-ის მიხედვით, მელინდა გეიტსის ქონება $3.3 მილიარდადაა შეფასებული. ცნობისთვის, ბილ გეიტსი კვლავ მსოფლიოს მეოთხე უმდიდრესი ადამიანია $126.1 მილიარდით.
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჯერ კიდევ გაურკვეველია, რა თანხას მიიღებს მელინდა განქორწინების დასრულების შემდეგ. შეგახსენებთ, რომ ვაშინგტონის შტატის მოსამართლეს ბილ და მელინდა გეიტსებმა სთხოვეს, მათი ქონება განქორწინების ხელშეკრულების პირობების მიხედვით გაეყო. კონტრაქტის პირობები არ გასაჯაროებულა, შესაბამისად, უცნობია, ვინ მიიღებს $131 მილიონად შეფასებულ საოჯახო რეზიდენციას, კერძო თვითმფრინავებთან და სხვა ძვირად ღირებულ ქონებასთან ერთად.
დატოვე კომენტარი