მეორე კვარტალში უცხოური ინვესტიციები 9.4 პროცენტით გაიზარდა

მეორე კვარტალში უცხოური ინვესტიციები 9.4 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის მეორე კვარტალში საქართველოში 389 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 9.4%-ით (33.4 მლნ დოლარით) მეტია 2017 წლის მეორე კვარტლის მონაცემებზე.

პირველი ორი კვარტლის ჯამში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 9.8%-ით (73 მლნ დოლარით) შემცირდა. ამის მიზეზი ის არის, რომ პირველ კვარტალში ინვესტიციები 27%-ით შემცირდა.

2018 წლის მეორე კვარტალში ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყნები იყვნენ აზერბაიჯანი (81 მლნ დოლარი), ჩეხეთი (78 მლნ დოლარი) და ნიდერლანდები (65 მლნ დოლარი). ინვესტიციები ყველაზე მეტად ჩეხეთიდან და გაერთიანებული სამეფოდან გაიზარდა, ხოლო ყველაზე მეტად აზერბაიჯანიდან შემცირდა – 42 მილიარდი დოლარით.

ეკონომიკის სექტორების მიხედვით, ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა ენერგეტიკაში  (109 მლნ), ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში (77 მლნ) და საფინანსო სექტორში (64 მლნ), ხოლო ყველაზე ცოტა ჯანდაცვაში (1.6 მლნ) და სოფლის მეურნეობაში (7 მლნ).

გრაფიკი: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში, მლნ დოლარი

 

2015

2016

I კვ. 2017

II კვ. 2017

2017

I კვ. 2018

II კვ. 2018

სულ

1,666

1,566

393.6

355.8

1,894

287.0

389.2

ენერგეტიკა

124

145

11.6

14.5

224

8.9

108.8

ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა

587

636

127.1

115.6

490

-10.2

77.0

საფინანსო სექტორი

202

141

76.3

2.0

303

110.8

64.1

უძრავი ქონება

91

50

61.8

44.9

178

-19.7

34.3

მშენებლობა

144

169

54.4

66.8

283

69.2

29.1

დამამუშავებელი მრეწველობა

98

126

13.0

18.3

99

40.6

22.2

სამთომოპოვებითი მრეწველობა

88

50

12.0

14.1

52

22.3

17.6

სასტუმროები და რესტორნები

141

56

7.1

25.1

76

23.8

7.6

სოფლის მეურნეობა

19

8

0.5

4.0

12

-0.7

6.9

ჯანმრთელობის დაცვა

140

30

0.1

0.8

7

8.4

1.6

დანარჩენი სექტორები

31

156

29.6

50.0

171

33.6

19.9

წყარო: საქსტატი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *