მეორე კვარტალში უცხოური ინვესტიციები 2.6 პროცენტით შემცირდა

მეორე კვარტალში უცხოური ინვესტიციები 2.6 პროცენტით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით 2021 წლის მეორე კვარტალში საქართველოში 234 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2.6%-ით (6 მლნ დოლარით) ნაკლებია 2020 წლის მეორე კვარტლის მონაცემებზე. ამასთან, აპრილ-ივნისში შემოსული 234 მლნ დოლარიდან 191 მლნ რეინვესტიციაა.

პირველი ორი კვარტლის ჯამში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 11%-ით (50 მლნ დოლარით) შემცირდა.

2021 წლის მეორე კვარტალში ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყნები იყვნენ გაერთიანებული სამეფო (77 მლნ დოლარი), ნიდერლანდები (31.5 მლნ დოლარი) და ჩეხეთი (31 მლნ დოლარი). ინვესტიციები ყველაზე მეტად ნიდერლანდებიდან და დანიიდან შემცირდა (37 და 35 მლნ დოლარით), ხოლო ყველაზე მეტად იაპონიიდან და ჩეხეთიდან გაიზარდა (33 და 31 მლნ დოლარით).

ეკონომიკის სექტორების მიხედვით, მეორე კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა საფინანსო სექტორში  (82 მლნ დოლარი), ენერგეტიკაში (65 მლნ დოლარი) და დამამუშავებელ მრეწველობაში (46.5 მლნ დოლარი), ხოლო ყველაზე ცოტა სოფლის მეურნეობაში (1.4 მლნ დოლარი) და ჯანდაცვაში (5.4 მლნ დოლარი).

რამდენიმე საწარმოს საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში გადასვლამ  და სასესხო ვალდებულების დაფარვამ ეკონომიკის ხუთ სექტორში უცხოური ინვესტიციების კლება გამოიწვია, ესენია: ტრანსპორტი, სამთომოპოვებითი მრეწველობა, კავშირგაბმულობა, მშენებლობა და სასტუმროები და რესტორნები.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ეკონომიკის სექტორების მიხედვით, მლნ დოლარი

სექტორები

II კვ. 2020

II კვ. 2021

სულ

240.3

234.2

საფინანსო სექტორი

79.5

82.0

ენერგეტიკა

31.4

65.2

დამამუშავებელი მრეწველობა

15.9

46.5

უძრავი ქონება

13.9

19.1

ჯანდაცვა და სოციალური დახმარება

-1.1

5.4

სოფლის მეურნეობა, თევზჭერა

5.0

1.3

დანარჩენი სექტორები

37.1

48.0

სასტუმროები და რესტორნები

-6.1

-2.4

მშენებლობა

22.9

-2.7

კავშირგაბმულობა

11.2

-5.0

სამთომოპოვებითი მრეწველობა

26.9

-5.0

ტრანსპორტი

3.7

-18.2

წყარო: საქსტატი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *