მექსიკაში 2 000-მდე პირს ნარკოკარტელის $1 მილიარდიან ბრუნვასთან კავშირის გამო, ანგარიშები გაუყინეს

მექსიკაში 2 000-მდე პირს ნარკოკარტელის $1 მილიარდიან ბრუნვასთან კავშირის გამო, ანგარიშები გაუყინეს

მექსიკის ფინანსური მარეგულირებელი სამსახური აცხადებს, რომ მათ ანგარიშები გაუყინეს 1 939 ადამიანს და კომპანიას, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ნარკოკარტელის $1.1 მილიარდიან ბრუნვასთან.

ქვეყნის ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტომ განაცხადა, რომ მათ აშშ-ის ანტინარკოტიკულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით 1 770 ადამიანი და 167 კომპანია გამოავლინეს, რომლებიც ფინანსურ თაღლითობასთან, “ლურჯი აგავის“ სახელით ცნობილ “ოპერაციასთან“ იყვნენ კავშირში.

ლურჯი აგავა კაქტუსის მსგავსი მცენარეა, რომელსაც ტეკილას დასამზადებლად იყენებენ, რაც მექსიკის ხალისკოს შტატში ერთგვარი სავიზიტო ბარათია. სწორედ ამ შტატში მდებარეობს აღნიშნული ნარკოკარტელიც.

შესაბამისი უწყების ცნობით, ათასობით საეჭვო შიდა ტრანზაქცია გამოავლინეს, რომელთა საერთო მოცულობა დაახლოებით $666 მილიონი იყო. საერთაშორისო ტრანზაქციებმა კი $330 მილიონი შეადგინა.

როგორც ვარაუდობენ, აღნიშნული თანხები დაკავშირებულია ხალისკოს ახალი თაობის კარტელთან, რომელიც ცნობილია, როგორც ჰიპერ-ძალადობრივი ჯგუფი.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *