ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Merck-მა, საკუთარი ექსპერიმენტული კოვიდ-19-ის სამკურნალო ორალური პრეპარატის ღარიბ ქვეყნებში დისტრიბუციის უზრუნველსაყოფად შეთანხმება გააფორმა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილი ორგანოს, MPP-ის განცხადებით, მან Merck-თან ხელი მოაწერა მოხალისეობრივ სალიცენზიო შეთანხმებას მისი ანტივირუსული მედიკამენტის, მოლნუპირავირის, მსოფლიოსთვის ხელმისაწვდომ ფასად მისაწოდებლად.
მარეგულირებლის მიერ გაცემული ნებართვის მთავარი მიზანი, 105 დაბალ- და საშუალოშემოსავლიან ქვეყანაში მოლნუპირავირის ფართო გამოყენების უზრუნველყოფაა. საინტერესოა ისიც, რომ შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის სამედიცინო მარეგულირებლების ორგანოები წამალს უკვე შეისწავლიან.
ზემოთ აღნიშნული MPP გაეროს მიერ მხარდაჭერილი ორგანიზაციაა, რომლის როლიც უფრო მეტად ფასილიტატორობაა დაბალ- და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში სამედიცინო ხელმისაწვდომობის განსავითარებლად. საინტერესოა ისიც, რომ კომპანიები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისაგან სპეციალურ ლიცენზიასაც მიიღებენ კორონავირუსის სტატუსიდან გამომდინარე. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კოვიდპანდემიას საერთაშორისო დონის ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველი მოვლენის ყველაზე მაღალი სტატუსი მიანიჭა. ეს კი ოფიციალური პირებისათვის სამოქმედო არეალს მნიშვნელოვნად აფართოებს.
მოლნუპირავირის მსგავსი ანტივირუსული მედიკამენტების მთავარი მიზანი კოვიდვირუსისასთვის რეპლიკაციაში ხელშეშლაა, რაც საბოლოო ჯამში აფერხებს და ანელებს ვირუსის გავრცელების ტემპებსა და მასშტაბებს. აღნიშნული პრეპარატი კოვიდდადასტურებულ პაციენტს რამდენიმე კურსად მიეწოდება და ის მნიშვნელოვნად ამცირებს პაციენტის ჰოსპიტალიზაციის რისკს. თუმცა, ჯერჯერობით მისი ღირებულება საკმაოდ მაღალია და ერთი პაციენტის მკურნალობა მოლნუპირავირით $700 ჯდება.
დატოვე კომენტარი