საქსტატის ინფორმაციით, 2015 წლის მესამე კვარტალში საქართველოში 489 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 33 %-ით ნაკლებია 2014 წლის მესამე კვარტალის მონაცემზე. ხოლო, მიმდინარე წლის პირველ 9 თვეში (იანვარი-სექტემბერი), გასული წლის პირველ 9 თვესთან შედარებით, ინვესტიციების კლება 17%-ია (213 მლნ დოლარი).
ყველაზე მეტი ინვესტიცია (170 მლნ დოლარი) აზერბაიჯანიდან განხორციელდა, მეორე ადგილზეა ნიდერლანდები (55 მლნ დოლარი), ხოლო მესამეზე თურქეთი (43 მლნ დოლარი).
დატოვე კომენტარი