საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის მესამე კვარტალში საქართველოში 595 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 17.6%-ით მეტია 2016 წლის მესამე კვარტალის მონაცემებზე. მიმდინარე წლის პირველ 9 თვეში (იანვარი-სექტემბერი) განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა კი 1 346 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3%-ით მეტია.
2017 წლის მესამე კვარტალში ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყნები იყვნენ აზერბაიჯანი (154 მლნ დოლარი), თურქეთი (139 მლნ დოლარი), გაერთიანებული სამეფო 63.4 მლნ დოლარი) და ნიდერლანდები (62 მლნ დოლარი.
ეკონომიკის სექტორების მიხედვით, ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში (178 მლნ დოლარი), მშენებლობაში (116 მლნ დოლარი) და ენერგეტიკაში 72 მლნ დოლარი).
ფრაფიკი: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში, მლნ დოლარი
დატოვე კომენტარი