საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის მესამე კვარტალში საქართველოში 323 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 48%-ით (300 მლნ დოლარით) ნაკლებია 2017 წლის მესამე კვარტლის მონაცემებზე.
პირველი სამი კვარტლის ჯამში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 27%-ით (373 მლნ დოლარით) შემცირდა.
2018 წლის მესამე კვარტალში ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყნები იყვნენ ნიდერლანდები (50 მლნ დოლარი), სამხრეთ კორეა (40 მლნ დოლარი) და აზერბაიჯანი (33 მლნ დოლარი). ინვესტიციები ყველაზე მეტად კორეადან (15 მლნ დოლარი) და პანამადან (11 მლნ დოლარი) გაიზარდა, ხოლო ყველაზე მეტად აზერბაიჯანიდან (118 მლნ დოლარით) და თურქეთიდან (109 მლნ დოლარით) შემცირდა.
ეკონომიკის სექტორების მიხედვით, ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა დამამუშავებელ მრეწველობაში (56.5 მლნ), ენერგეტიკაში (46.3 მლნ) და ტრანსპორტში (45.6 მლნ), ხოლო ყველაზე ცოტა ჯანდაცვაში (1.3 მლნ) და სოფლის მეურნეობაში (4.8 მლნ).
ფრაფიკი: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში, მლნ დოლარი
| III კვ. 2017 | III კვ. 2018 |
დამამუშავებელი მრეწველობა | 43.9 | 56.5 |
ენერგეტიკა | 92.3 | 46.3 |
ტრანსპორტი | 164.7 | 45.6 |
უძრავი ქონება | 31.8 | 38.4 |
სასტუმროები და რესტორნები | 29.7 | 36.0 |
საფინანსო სექტორი | 71.5 | 21.2 |
სამთომოპოვებითი მრეწველობა | 13.2 | 14.4 |
კავშირგაბმულობა | 7.7 | 9.0 |
მშენებლობა | 117.1 | 6.2 |
სოფლის მეურნეობა | 4.8 | 4.8 |
ჯანმრთელობის დაცვა | 1.8 | 1.3 |
დანარჩენი სექტორები | 44.2 | 42.9 |
სულ | 623 | 323 |
წყარო: საქსტატი
დატოვე კომენტარი