მესის დებიუტამდე „ინტერ მაიამის“ ბილეთების ფასი 500%-ით გაიზარდა

მესის დებიუტამდე „ინტერ მაიამის“ ბილეთების ფასი 500%-ით გაიზარდა

ფეხბურთის არგენტინელ ვარსკვლავ ლიონელ მესისთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, „ინტერ მაიამის“ მატჩებზე დასასწრები ბილეთების საშუალო ფასი დაახლოებით 500%-ით გაიზარდა.

TicketiQ-ის მონაცემებით, „მაიამი ინტერის“ საშინაო მატჩებზე დასასწრები ბილეთის საშუალო ფასი 459%-ით, $152-დან $850-მდე გაიზარდა. ხოლო „მაიამის“ მომავალ შვიდ მატჩზე ბილეთების ფასი 558%-ითაა გაზრდილი. მესის დებიუტი პარასკევს, „მაიამის ლიგის თასზე“ მეხიკოს „კრუზ აზულთან“ შედგება. დასწრების მსურველებისთვის ყველაზე იაფი ბილეთი $314 ღირს, ბილეთების საშუალო ფასი კი $1,294-ია. სტადიონის ყველაზე ძვირად ღირებული წინა რიგები $23,737-ადაა შეფასებული.

MLS-ის „ინტერ მაიამიმ“ ოქროს ბურთის შვიდგზის გამარჯვებულისა და მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის ტრანსფერი რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად გამოაცხადა. არგენტინელმა 10-ნომრიანი მაისური მოირგო და კლუბის კაპიტანიც გახდა. „ინტერ მაიამისთან“ გაფორმებული 2-წლიანი კონტრაქტით, მესი წელიწადში $50-$60 მილიონს მიიღებს.

Forbes-ის მონაცემებით, კარიერის განმავლობაში, როგორც სტადიონზე ასევე მის ფარგლებს გარეთ, ლიონელ მესიმ $1.23 მილიარდი გამოიმუშავა. მხოლოდ შარშან, არგენტინელის შემოსავალმა $130 მილიონს მიაღწია და რონალდუს ($136 მილიონი) შემდეგ, მსოფლიოს მეორე ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი გახდა.