მსოფლიოს მესამე ყველაზე მსხვილმა ტექნოლოგიურმა კომპანია Microsoft-მა $14 მილიარდიან მოგებაზე განაცხადა. კომპანიამ კვარტალური მონაცემები სამშაბათს გამოაქვეყნდა. როგორც მონაცემებიდან ირკვევა, Microsoft-მა პირველ ფისკალურ კვარტალში $37.2 მილიარდიანი შემოსავალი მიიღო, რაც 12%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. ეს მაჩვენებელი ასევე იმაზე მეტია, ვიდრე ამას ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ. ამასთან, კომპანიის წმინდა მოგება 30%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით და $13.9 მილიარდი შეადგინა.
კომპანიის ე.წ ქლაუდ სერვისებმა მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი ზრდა განიცადა. როგორც მთავარი ფინანსური ოფიცერი ემი ჰუდი აცხადებს, კომპანიის კომერციულმა ე.წ ქლაუდ სერვისებმა კვარტალში $15.2 მილიარდის გენერირება მოახდინეს, რაც წინა წელთან შედარებით 31%-ით მეტია.
“მომდევნო ათწლეული ეკონომიკური აქტიურობის თვალსაზრისით თითოეული ბიზნესისთვის მათი ციფრული ტრანსფორმაციის სისწრაფეზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას ვცდილობთ, რათა ჩვენს მომხმარებლებს დავეხმაროთ თითოეულ ინდუსტრიაში რომ გააუმჯობესონ მუშაობა და შეამცირონ დანახარჯები“, – განაცხადა Microsoft-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა სატია ნადელამ.
ცნობისთვის, მიმდინარე კვირას ასობით კომპანია აპირებს კვარტალური მაჩვენებლების გამოქვეყნებას, მათ შორის ხვალ მოსალოდნელია უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიების – Amazon-ის, Apple-ის, Twitter-ის და Alphabet-ის მონაცემების გასაჯაროება.
დატოვე კომენტარი