Microsoft-ი, 25 წლის შემდეგ, Internet Explorer-ის მხარდაჭერას წყვეტს. ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბრაუზერის დახურვის თარიღად 2022 წლის 15 ივნისი სახელდება.
„Internet Explorer-ის მომავალი Microsoft Edge-ია. გარდა იმისა, რომ ეს უკანასკნელი გაცილებით სწრაფი და უსაფრთხოა, მეტად მოქნილიცაა“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ Internet Explorer-ი 11 მიმდინარე წლის 17 აგვისტოდან აღარ იქნება მხარდაჭერილი Microsoft-ის ისეთი პროდუქტების მხრიდანაც, როგორიცაა Office 365, OneDrive-ი, Outlook-ი და ა.შ.
ცნობისთვის, Microsoft Edge-ი პირველად 2015 წელს გამოჩნდა, რამაც საგრძნობლად შეამცირა Internet Explorer-ის მომხმარებელთა რაოდენობა. სწორედ ამ დროიდან კომპანიის ძირითადი ფოკუსი ახალ ბრაუზერსა და მის განვითარებაზე კონცენტრირდა.
დატოვე კომენტარი