Microsoft-ი ხელოვნური ინტელექტის კომპანია Nuance Communications-ს $19.7 მილიარდად შეიძენს. Nuance Communications-ი მეტყველების ამომცნობი კომპანიაა, რომელიც ჯანდაცვის სფეროში ხელოვნურ ინტელექტს ავითარებს. კომპანიის პლატფორმის გამოყენებით ექიმებს შორის საუბრები ელექტრონულ ჩანაწერებად ერთიანდება. აშშ-ში ექიმების 77% Nuance-ის პროდუქტებს იყენებს.
ცნობისთვის, 2016 წელს LinkedIn-ის $27 მილიარდად შეძენის შემდეგ Microsoft-ისთვის Nuance Communications-ი სიდიდით მეორე შენაძენია. როგორც Microsoft-ის წარმომადგენლები აცხადებენ, კომპანია გეგმავს მეტყველების ამომცნობი სისტემის განვითარებას ჯანდაცვის სფეროში. ასევე არ გამორიცხავენ, რომ Nuance-ის AI ექსპერტიზა სხვადასხვა პლატფორმის გასაუმჯობესებლად გამოიყენონ.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ Nuance’s Health Cloud-ის შემოსავლები 2020 წელს 37%-ით გაიზარდა. Microsoft-ის გენერალურმა დირექტორმა სატია ნადელამ განაცხადა, რომ პანდემიამ ჯანდაცვის სფეროს ციფრული ტრანსფორმაციის საკითხი დააჩქარა. Microsoft-ი Nuance-ის პლატფორმის გამოყენებით ექიმების ტექნიკურ დახმარებას შეძლებს.
Nuance-ის აღმასრულებელი დირექტორი მარკ ბენჟამინი აცხადებს, რომ აღნიშნული თანამშრობლობა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას გლობალური მასტშაბით გააუმჯობესებს.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს Microsoft-მა ასევე თამაშების მწარმოებელი კომპანია Zenimax-ი შეისყიდა $7.5 მილიარდად. გავრცელებული ინფორმაციით, Microsoft-ი $10 მილიარდის ღირებულების მოლაპარაკებებს აწარმოებს გეიმერების ფავორიტი პლატფორმის მფლობელ კომპანია Discord-თან.
დატოვე კომენტარი