Microsoft-ი Warner Bros’-ს სათამაშო ბიზნესის შესყიდვითაა დაინტერესებული. ამის შესახებ ორ წყაროზე დაყრდნობით Reuters-ი წერს.
გამოცემის ცნობით, Warner Bros’-ს დედა კომპანია AT&T განიხილავს ინტერაქტიული გასართობი სათამაშო მიმართულების გაყიდვას, რომელიც ცნობილია პოპულარული ვიდეოთამაშით Mortal Kombat. როგორც CNBC-მ გასულ თვეს დაწერა, ეს გარიგება $4 მილიარდი შეიძლება დაჯდეს.
თავად Microsoft-ი და AT&T-ი აღნიშნულ საკითხზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.
დატოვე კომენტარი