ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Microsoft-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ კომპანიისთვის რეკორდულ ნიშნულს, $2.59 ტრილიონს მიაღწია. ეს, ხელოვნური ინტელექტი ბუმის ფონზე, მისი აქციების ფასის მკვეთრმა ზრდამ განაპირობა.
Microsoft-ი განიხილება ლიდერად AI-ტექნოლოგიის პროგრამული უზრუნველყოფის ინდუსტრიაში მისი მნიშვნელოვანი ინვესტიციის გამო OpenAI-ში – სან-ფრანცისკოში დაფუძნებულ სტარტაპში, რომელსაც პოპულარული ჩატბოტი ChatGPT ეკუთვნის.
გასულ თვეში Microsoft-მა საზოგადოებას AI განახლებები შესთავაზა, მათ შორის ChatGPT-ის, Azure-ის ღრუბლოვანი სერვისების, ასევე მისი საძიებო სისტემის, Bing-ის გაუმჯობესების მიმართულებით. ამ ნაბიჯით კომპანია Alphabet-ის Google-ის დომინირებისთვის კონკურენციის გაწევას ცდილობს.
ხუთშაბათს Microsoft-ის აქციების ფასი 3.2%-ით გაიზარდა და თითო აქციაზე 348.10 აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე კომპანიის აქციების ფასი მთლიანობაში 45%-ზე მეტით არის გაზრდილი.
ცნობისთვის გეტყვით, რომ გუშინ Apple-ის აქციების ფასიც რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა და თითო აქციაზე $186.01-ს მიაღწია. გრაფიკული ჩიპების მწარმოებელი Nvidia-ს აქციების ფასმა კი ახალი შიდადღიური რეკორდი დაამყარა $432.89-ით.