ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Microsoft-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების რეიტინგში არაბულ Saudi Aramco-ს გადაუსწრო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა. რეიტინგში პირველ პოზიციას კომპანია Apple-ი იკავებს.
Microsoft-ის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2 ტრილიონ დოლარს აღწევს, რაც გასულ 24 საათში მისი აქციების ღირებულების 4%-იანი ზრდითაა განპირობებული.
Microsoft-ის აღმასვლა OpenAI-სთან თანამშრომლობითაა განპირობებული. ხელოვნურ ინტელექტ ChatGPT-ში ინვესტირების შემდეგ, Microsoft-მა ახალი ტექნოლოგიური შესაძლებლობები მიიღო, რასაც ინვესტორები დადებითად აფასებენ.
უახლოეს მომავალში Microsoft-ის ფლაგმანური პროდუქტები, მათ შორის: Windows-ი, Bing-ი, Azure-ი და Office-ი OpenAI-ს მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტით აღიჭურვება, რაც ზემოხსენებული სერვისების კონკურენტუნარიანობას მკვეთრად გაზრდის.
დატოვე კომენტარი