ყაზახური ფინტექ-კომპანია Kaspi-ს დამაარსებლები ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსების შედეგად მილიარდერები გახდნენ. თანადამფუძნებელ ვიაჩესლავ კიმის ქონება უკვე $2.5 მილიარდადაა შეფასებული, ხოლო მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელისა და თანადამაარსებლის მიხეილ ლომთაძის – $2 მილიარდად. კომპანიის აქციებით ვაჭრობა დაახლოებით ათი დღის წინ დაიწყო $33.75-ად და სამშაბათს $41.80-ის ნიშნულზე დაიხურა.
Kaspi-ი გადასახადებისა და ფინტექ სერვისების მიმწოდებელი ყველაზე დიდი კომპანიაა ყაზახეთში, 7 მილიონი მომხმარებლით 18 მილიონიანი მოსახლეობიდან. გადასახადებისათვის, სესხებისა თუ საბანკო საქმიანობისთვის განკუთვნილი მათი პლატფორმა – “ყაზახეთში, ხალხის ყოველდღიურობის ნაწილი ხდება”. პანდემიის გამო “მომხმარებლების ადაპტაცია უნაღდო გადასახადების, ელ-კომერციისა თუ ციფრული ფინანსების მომსახურებების მიმართ იზრდება,“ – განაცხადეს კომპანიის წარმომადგენლებმა აქციების პირველადი საჯარო განთავსების დროს.
ცნობისთვის, 2019 წელს, Kaspi-ს წმინდა მოგებამ $515 მილიონს მიაღწია. კომპანია პანდემიის გამო კიდევ უფრო გაიზარდა, შეადგინა რა შემოსავალმა $286 მილიონი მხოლოდ 2020 წლის პირველ ნახევარში.
Kaspi მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ციფრულად გადაიხადონ გადასახადები, განახორციელონ სავაჭრო ტრანზაქციები და Paypal-ისა და Klarna-ს მსგავსად შეასრულონ “იყიდე ახლა – გადაიხადე შემდგომ“ ოპერაციები. 2019 წელს, Kaspi-ს მტკიცებით, კომპანია ყაზახი მომხმარებლების სესხების ბაზრის უდიდეს წილს ფლობდა (ანუ, მთლიანი ბაზრის 32%-ს).
Kaspi-მ პანდემიისგან გამოწვეული პრობლემები მოსახლეობას ტექნოლოგიების დახმარებით მოუგვარა, შედეგად ის კონკურენტთაგან განსხვავებით გაიზარდა. ივნისში, ყაზახური ონლაინ გამოცემა Kazpravda.kz წერდა, რომ Kaspi-ს მთავარმა აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ლომთაძემ „ხალხის მადლიერების“ მედალი მიიღო ყაზახეთის პრეზიდენტისგან პანდემიის დროს “უანგარო მუშაობისათვის”.
ლომთაძემ მაშინ გამოცემას განუცხადა, რომ Kaspi-ს თანამშრომლებმა “დღე და ღამე გაასწორეს“ მომხმარებელთა ანგარიშების გასახსნელად და “საჭირბოროტო სოციალური გადასახადების განსახორციელებლად“. მისივე თქმით, 4.4-მა მილიონმა ადამიანმა მიიღო თანხა კომპანიის აპლიკაციის მეშვეობით.
დატოვე კომენტარი