ყაზახეთის პრეზიდენტის, კასიმ-ჟომარტ ტოკაევის განკარგულებით, სუპერ-აპ Kaspi-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი ხელმძღვანელი, მიხეილ ლომთაძე ყაზახეთის „მეგობრობის“ (ყაზახ. „Достык“) მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოეს, – ამის შესახებ ინფორმაციას Kaspi ავრცელებს. ამ ორდენით აჯილდოებენ იმ ადამიანებს, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით საზოგადოებრივ კონსოლიდაციასა და ერებს შორის მშვიდობის, მეგობრობისა და თანამშრომლობის გაღვივებაში.
„Kaspi.kz-ი ინოვაციური სერვისებისა და პროდუქტებით, ყაზახების ცხოვრების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ჩვენს გუნდს ღრმას სწამს, რომ ის, რაც კარგია ყაზახებისთვის – კარგია Kaspi.kz-სთვისაც. ძალებს არ დავიშურებთ იმისთვის, რომ ჩვენი საყვარელი მომხმარებლები გავაბედნიეროთ და მთელ მსოფლიოს დავანახოთ, თუ როგორი უნიკალური კომპანიები და ტექნოლოგიები იქმნება ყაზახეთში“, – აღნიშნა საკუთარ გამოსვლაში მიხეილ ლომთაძემ.
ორდენი მიხეილ ლომთაძეს ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა, ასკარ მამინმა გადასცა, ყაზახეთის დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, პანდემიისას ქვეყნის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მიხეილ ლომთაძეს კიდევ ერთი, ამჯერად „ეროვნული მადლიერების“ (ყაზახ. „Халық алғысы“) ორდენი გადასცეს.