აშშ-ის ქალაქი სან-ფრანცისკო ახლა მსოფლიოში რიგით მესამე ქალაქია მილიარდერების რაოდენობის მიხედვით. როგორც Wealth-X-ის მიერ უმდიდრესი ადამიანების ყოველწლიური გამოკითხვიდან ირკვევა, აშშ-ში მთლიანად 788 მილიარდერი ცხოვრობს. მსოფლიოს მილიარდერების მთლიანი ქონების 28% სწორედ ამერიკელ მილიარდერებზე მოდის.
ნიუ-იორკში ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს, მას მოსდევს ჰონგ-კონგი, ხოლო მესამე ადგილას 79 კვ.კმ ფართობის სილიკონ ველი გავიდა, რომელიც სან-ფრანცისკოში მდებარეობს, და რომელიც რეგიონის ტექნოლოგიურ ელიტის სახლია. აღნიშნულმა ქალაქმა 2019 წელს დამატებით ორი ახალი მილიარდერი შეიმატა, შედეგად დღეს სან-ფრანცისკოში უკვე 77 მილიარდერი ცხოვრობს, ამგვარად სან-ფრანცისკომ მოსკოვს (73), ლონდონსა (66) და პეკინს (57) გაუსწრო. 2016 წელს რეიტინგში ამ მხრივ სან-ფრანცისკო მეექვსე ადგილზე იყო.
როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, სან-ფრანცისკოში მილიარდერების რიცხვის ზრდა ტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარებას და სილიკონ ველიზე სტარტაპების ეკოსისტემას უნდა დავუკავშიროთ.
თუმცა, აქ არის ერთი მომენტი: ტექნოლოგიურმა ბუმმა სან-ფრანცისკოში უსახლკაროების რიცხვის ზრდასაც შეუწყო ხელი, ვინაიდან საცხოვრებელი ფართების ფასი გაიზარდა. პანდემიამ კი როგორც Business Insider-ის ჟურნალისტი ქეით ტეილორი წერს, კიდევ უფრო გაზარდა ქონებრივი უთანასწორობა ქვეყანაში. ამერიკელი მილიარდერების ქონება 20%-ით გაიზარდა პანდემიის დაწყებიდან ივნისამდე. მაგალითად Amazon-ის დამფუძნებლის ჯეფ ბეზოსის და Tesla-ს დამფუძნებლის, ელონ მასკის ქონება $2 მილიარდზე მეტად გაიზარდა ცალ-ცალკე მარტის შემდეგ.
დატოვე კომენტარი