ბრიტანელი მილიარდერი რიჩარდ ბრენსონი მთავრობას თავისი ავიაკომპანია Virgin Atlantic-ის გადასარჩენად ფინანსურ მხარდაჭერას სთხოვს, რის გამოც ის მკაცრად გააკრიტიკეს.
Forbes-ის მიხედვით ბრენსონის ქონება ამჟამად $4,2 მილიარდს მოიცავს.
“ვნახე უამრავი კომენტარი ჩემს ქონებასთან დაკავშირებით, თუმცა ეს გამოთვლილია Virgin-ის ბიზნესების ღირებულებიდან გამომდინარე მსოფლიოს მასშტაბით და კრიზისამდე. წლების განმავლობაში მოგება Virgin Group–ის გარეთ არც გასულა, ამის გაცვლად ისინი სამშენებლო ბიზნესებში ახდენდნენ რეინვესტირებას, რაც ქმნის შესაძლებლობებს. ახლა კი გამოწვევა ისაა, რომ ფული არსაიდან შემოდის, ხოლო გასვლით გადის“, – განაცხადა რიჩარდ ბრენსონმა.
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, Virgin-ის თანამშრომლები 8-კვირიან უხელფასო შვებულებაში გაუშვეს. კონსერვატორმა პარლამენტარმა რიჩარდ ფულერმა ამის გამო ბრენსონი მკაცრად გააკრიტიკა, და განაცხადა, რომ ბრენსონმა უნდა გამოიყენოს თავისი ფული იმისათვის, ხელფასები გადაუხადოს თანამშრომლებს.
ბრენსონს ასევე ადანაშაულებდნენ რომ არ იხდიდა საშემოსავლო და სხვა გადასახადებს, რაზეც ბრენსონი პასუხობს:
“მე და ჟოანმა ბრიტანეთი გადასახადების გამო კი არა, არამედ იმის გამო, რომ გვიყვარდა ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები და განსაკუთრებით კუნძული ნექერი, რომელიც მაშინ ვიყიდე, როდესაც 29 წლის ვიყავი, როგორც დაუსახლებელი კუნძული. დროთა განმავლობაში ჩვენ აქ ავაშენეთ ჩვენი საოჯახო სახლი. კუნძულის დანარჩენი ნაწილი კი ბიზნესს ეკუთვნის, რომელიც 174 ადამიანს ასაქმებს“, – წერს ბრენსონი.
ბრიტანელი მილიარდერი ასევე აღნიშნავს, რომ Virgin Atlantic-ს სჭირდება მთავრობის ფინანსური დახმარება, იმისათვის რომ პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარების გამო ასობით ათასი სამუშაო ადგილი გადაარჩინოს.
“ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს რათა შევძლო ავიაკომპანიის მუშაობის გაგრძელება. თუმცა, ამისათვის გვჭირდება მთავრობის მხარდაჭერა, ვინაიდან ამ გაურკვეველ ვითარებაში, რაც მოგზაურობას ეხება, არ ვიცით რამდენ ხანს მოგვიწევს თვითმფრინავების გაჩერება. ეს დახმარება იქნება კომერციული სესხი – ეს არ იქნება უფასო ფული, და ავიაკომპანია შემდეგ ამას უკან გადაიხდის“, – ამბობს ბრენსონი.
გასულ კვირას, Virgin Atlantic-ს ბრიტანეთის მთავრობამ უთხრა რომ შეიტანოს განაცხადი 500 მილიონი ფუნტის ოდენობის სასესხო პაკეტზე.
დატოვე კომენტარი