ზღაპრული სიმდიდრის მოსაპოვებლად კოლეჯის დიპლომი სულაც არ არის აუცილებელი. ამერიკის შეერთებული შტატების 400 ყველაზე მდიდარი ადამიანიდან 63 მეწარმეს – ანუ 15%-ზე მეტს – დიპლომი საერთოდ არ გააჩნია. სტუდენტური კრედიტები, რომელთა საერთო მოცულობა $3 ტრილიონს აღემატება და უმუშევრობის დონე, რომელიც 10%-ზე მეტია, პერსპექტიულ მეწარმეს უნივერსიტეტის საფეხურის გამოტოვებისა და უფრო რთული, ცხოვრებისეული სკოლის გამოცდილების ათვისებისაკენ უბიძგებს. „მილიონერთა განათლების” (The Education of Millionaires (Penguin Group, 2011)) ავტორი, მაიკლ ელსბერგი ორი წლის განმავლობაში იღებდა ინტერვიუებს ბიზნესის იმ ტიტანებისგან, რომლებმაც ასეთი ნაბიჯი გადადგეს. ქვემოთ გაგაცნობთ ოთხი მილიარდერის მიერ გაზიარებულ რამდენიმე გაკვეთილს, რომლებიც მათ არა აუდიტორიებში, არამედ ცხოვრებისეული გამოცდილების შედეგად მიიღეს. დაინტერესდით? ძალიან კარგი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველთვის შეგიძლიათ გაამზადოთ ექვსნიშნა თანხა და კამპუსის გზას გაუდგეთ.
შონ პარკერი
გამოტოვე კოლეჯი, მიუჯექი კომპიუტერს
„მაშინ, როდესაც ცოდნისა და განათლების მიღების ეს არაჩვეულებრივი ინსტრუმენტი მთელი მსოფლიოსათვისაა ხელმისაწვდომი, ფორმალური განათლების მნიშვნელობა სულ უფრო იკლებს. მოსალოდნელია, რომ გაჩნდება ახალი ტიპი მეწარმისა, რომელმაც საკუთარი ცოდნის დიდი ნაწილი თვითგანათლების გზით შეიძინა”, -ამბობს დასტინ მოსკოვიცი.
ყოველთვის შეგიძლია უკან დაბრუნება
შონ პარკერმა კოლეჯი მიატოვა, რათა მარკ ერთად ემუშავა. მისი თქმით, თუ Facebook არ გაამართლებდა – „ჰარვარდში დაბრუნება ნებისმიერ დროს შემეძლო. ჩემი მეგობრები, სავარაუდოდ, იქ აღარ იქნებოდნენ და ახალი სოციალური კავშირების დამყარება დამჭირდებოდა. ეს სარისკო ნაბიჯი გახლდათ, თუმცა რისკი უმნიშვნელო იყო იმდროინდელ შესაძლებლობებთან შედარებით”.
ფილ რუფინი
რუფინის, როგორც დაქირავებული თანამშრომლის, უკანასკნელი სამუშაო დაგირავებული ქონების ჩამორთმევა იყო. მან მიატოვა სამსახური და საკუთარი მაღაზიების, ხოლო შემდგომ სასტუმროებისა და კაზინოების ქსელი გახსნა. „რა რჩევას მივცემდი ახალგაზრდებს? დაანებეთ სამსახურს თავი. ნუ იმუშავებთ სხვებისათვის. სხვის სამსახურში ფულს ნამდვილად ვერ გააკეთებთ”.
ჯონ პოლ დეჯორია
აღიჭურვეთ მოთმინებით
საზღვაო ფლოტის ვეტერანს, სანამ იგი პოლ მიტჩელთან ერთად წარმატებას მიაღწევდა, სანსეტ სტრიპის ბულვარზე ძველ „როლს-როისში” ( RYCEY.PK -news – people ) ეძინა და თავს შამპუნების კარდაკარ ტარებით ირჩენდა. „მარკეტინგისა და გაყიდვების ხელოვნება დღეში ას კარზე მიკაკუნებით ვისწავლე. ძალიან მალე აღმოაჩენთ, რომ სანამ ერთხელ მაინც გაყიდი, 99-ჯერ მიგიკეტავენ კარს ცხვირწინ”.
ფორბსის 400-ეულის განათლება
სკოლა- 27
კოლეჯი – 160
კოლეჯიდან წამოსული – 36
მაგისტრატურა – 161
იურისტის ხარისხი – 35
მეცნიერებათა დოქტორი (Ph.D.) – 21
ხელოვნების მაგისტრი (M.A.) – 6
ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი (M.B.A.) – 84
მეცნიერებათა მაგისტრი (M.S.)- 29
მედიცინის დოქტორი (M.D.)- 5
ბილ გეიტსი მიატოვა ჰარვარდი.
უორენ ბაფეტი კოლუმბიის უნივერსიტეტის M.S.
მილიარდერები ჰარვარდში მიღებული უმაღლესი განათლებით: 32
მილიარდერები იელის უნივერსიტეტის ბაკალავრის დიპლომით: 18
დატოვე კომენტარი