მიმოქცევაში არსებული ლარის მოცულობა კლებულობს. ეს ეროვნული ბანკის მიერ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შედეგია. ინფლაციის ზრდის და ლარის კურსის გაუფასურების შესაჩერებლად ეროვნულ ბანკს შეუძლია მიმოქცევაში არსებული ლარის მოცულობა შეამციროს.
2014 წლის დეკემბერთან შედარებით აპრილის ბოლოს ბანკებს გარეთ არსებული ნაღდი ფული (M1) 8.5%-ით, 381 მლნ ლარით შემცირდა, ხოლო ე.წ. ფაქრთო ფული (M2), რომელიც ბანკებს გარეთ არსებულ ნაღდ ფულთან ერთად ლარში განხორციელებულ საბანკო დეპოზიტებსაც მოიცავს, 5.8%-ით, 345 მლნ ლარით შემცირდა.
დატოვე კომენტარი