ბრიტანულმა ავტომწარმოებელმა Mini-მ ახალი ელექტრომობილის, Aceman-ის კონცეპტი წარადგინა. პატარა ავტომობილების პრემიუმ სეგმენტის ერთ-ერთმა დომინანტმა ავტომწარმოებელმა მომხმარებლებს სრულად ახალი დიზაინის მქონე ელექტრომობილი წარუდგინა. შეიძლება ითქვას, რომ ელექტრომობილის ვიზუალი ბრენდის დიზაინის ახალ მიმართულებას წარმოადგენს.
Aceman-ი პირველი ავტომობილია, რომელიც Mini-ს ელექეტრო-არქიტექტურაზე იქნება დაფუძნებული. კომპანიის წინა ელექტრომოდელი, Cooper SE მთლიანად შიდაწვის ძრავიანი მოდელის კონსტრუქციაზეა აგებული.
საინტერესოა, რომ ელექტრომობილი არა მხოლოდ გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში, არამედ ჩინეთში იწარმოება. ბრიტანული ავტომწარმოებელი ირწმუნება, რომ ელექტრომობილის კონცეპტვერსია ავტომობილის საწარმოო ვერსიის 80%-ს ზუსტად ასახავს. ცნობისათვის, ავტომობილის წარმოების დაწყება 2024 წლისთვისაა დაგეგმილი.
საინტერესოა, რომ კომპანია საკუთარი ბოლო შიდაწვის ძრავიანი ავტომობილის წარმოებას 2025 წლისთვის გეგმავს.
ახალი Mini Acerman-ის ინტერიერი გადამუშავებადი მასალისგან იქნება დამზადებული. ავტომობილის შეძენა კი ორი კომპლექტაციით იქნება შესაძლებელი. 135 კილოვატის სიმძლავრის მქონე მოდელს ერთი სრული დამუხტვით 300 კილომეტრის გავლა შეეძლება, 160 კილოვატიან ვერსიას კი – 400 კილომეტრის.
რაც შეეხება თვითმართვად ტექნოლოგიას, კომპანიას ამის შესახებ ჯერჯერობით არაფერი განუცხადებია. უცნობია ავტომობილის სავარაუდო ღირებულება და წამყვანი საბურავების შესახებ ინფორმაციაც.
დატოვე კომენტარი