საქართველოში პირველი მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვა 1 თვეში გამოცხადდება. ნავთობისა და გაზის კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თემურ გოჩიტაშვილის განცხადებით, სატენდერო დოკუმენტაცია უკვე შედგენილია. კორპორაციის გადაწყვეტილებით, აქამდე დაგეგმილი სამფაზიანი ტენდერის ნაცვლად, რომლის პირველი ფაზა დამთავრებულია, ერთიანი ტენდერი გამოცხადდება.
თემურ გოჩიტაშვილი ამბობს, რომ პროექტში მონაწილეობის სურვილი არაერთ კომპანიას აქვს, მათ შორის აზერბაიჯანულ SOCAR-საც. ასევე დაინტერესებაა საერთაშორისო საფინანსო კომპანიების მხრიდანაც, – მათ შორის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, KFW-ის, ევროპის საინვესტიციო ბანკისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტებისგან.
ნავთობისა და გაზის კორპორაციაში ამბობენ, რომ პროექტში სახელმწიფოს თანამონაწილეობა მინიმუმ 51% იქნება.
გაზსაცავის მშენებლობა სამგორის სამხრეთი თაღის საბადოზე იგეგმება და არსებული პროექტის მიხედვით, მასში 300 მილიონ კუბურ მეტრამდე მოცულობის ბუნებრივი გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი. გაზსაცავის მშენებლობა 2020 წელს უნდა დასრულდეს.
დატოვე კომენტარი