საქართველოში მობილური აბონენტების რაოდენობამ 2016 წლის ბოლოს (მეოთხე კვარტალში) 5.5 მლნ აბონენტი შეადგინა. 2015 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, აბონენტების რაოდენობამ 31 ათასი აბონენტით მოიკლო.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, 2016 წლის ბოლოს მაგთიკომის საბაზრო წილმა, მობილური აბონენტების რაოდენობის მიხედვით, 39.2% შეადგინა, ჯეოსელის – 35.1%, მობიტელის – 25.3%, სილქნეტის კი 0.4%
მობილური ოპერატორების საცალო შემოსავალმა 2016 წელს 418 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2015 წელს მიღებულ საცალო შემოსავალზე 2.7%-ით (11.1 მლნ ლარით) მეტია. საცალო შემოსავლების მიხედვით, მაგთიკომის საბაზრო წილი 45.8%-ს შეადგენდა, ჯეოსელის – 36.8%, მობიტელის – 17.0%, სილქნეტის კი 0.3%.
დატოვე კომენტარი