უმბერტო ანჯელონიმ Brioni მამაკაცის ყველაზე ძვირფასი ტანისამოსის ეტალონად აქცია. ახლა იგი იმავეს განხორციელებას გეგმავს Caruso-ს ლეიბლით, რომელსაც ზურგს უმსხვილესი კონგლომერატი – Fosun-ი უმაგრებს.
უმბერტო ანჯელონის სურს, რომ თქვენ ხელით შეეხოთ ყველაფერს, რათა იგრძნოთ უელსის პრინცის კუბოკრული შალის პიჯაკის რბილი, აბრეშუმივით ხავერდოვანი ფაქტურა. ახლა ნოემბრის ბოლოა და ორი დღე რჩება ნიუ- იორკში მედისონ- ავენიუს 58-ე ქუჩაზე Caruso-ს მსოფლიოში პირველი მაღაზიის გახსნამდე. ყოფილი გალერეის გაშლილ სივრცეში (საერთო ფართით 1,000 კვ. მეტრი, ოთხ- ნახევარი მეტრი სიმაღლის ჭერით), სადაც Caruso-ს იტალიური მაღალი მოდის ტანისამოსი გამოიფინება, აშკარად იგრძნობა დახვეწილი, კოსმოპოლიტური აურა.
62 წლის უმბერტო ანჯელონისათვის Caruso წარმოადგენს უმაღლესი დონის “მეორე აქტს”. მამაკაცის იტალიური ტანისამოსის – Brioni-ს ბრენდის დიდი ხნის CEO-მ – უმბერტო ანჯელონიმ – 1990-2007 წლებში კომპანიის შემოსავალი ათჯერ გაზარდა. ანჯელონის წყალობით Brioni-მ თავისი კოსტიუმებით შემოსა ორი ჯეიმს ბონდი (პირს ბროსნანი და დენიელ კრეიგი). ანჯელონი, მისთვის დამახასიათებელი “თავმდაბლობით” ამბობს, რომ თავისი იქ მოღვაწეობის პერიოდში მან “Brioni მამაკაცის ყველაზე ელიტარული ტანისამოსის ბრენდად აქცია”.
მას შემდეგ, რაც ანჯელონიმ მთელი თავისი ძალისხმევა, სული და გული ჩადო ამ კომპანიის განვითარებაში, 2007 წელს Brioni-ს მფლობელმა ოჯახმა კიდევ ორი CEO-ს მოწვევა გადაწყვიტა. ანჯელონი იხსენებს: “მე მათ ვუთხარი, რომ კომპანიიდან მივდიოდი და მათ შეეძლოთ დაენიშნათ 3, 10 ან 15 CEO, ეს უკვე მათი საქმე იყო”. განშორება ძალზე მტკივნეული აღმოჩნდა და მას მოდურ პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ყველაზე მეტად საქმეს ართულებდა ის გარემოება, რომ უმბერტო ანჯელონის მეუღლე Brioni-ს ოჯახის წევრი გახლდათ და მეორე CEO-ს თანამდებობაზე სწორედ მისი ძმის კანდიდატურა განიხილებოდა. ამასთანავე, უმბერტო ანჯელონი და მისი მეუღლე Brioni-ს აქციების 20%-ს აკონტროლებდ ნენ.
ახლა, ყოველ შემთხვევაში საჯაროდ, უმბერტო ანჯელონი Brioni-დან თავის გამორიყვას აფასებს, როგორც ერთ- ერთ დაბრკოლებას, რომელსაც თავისი კარიერის მანძილზე ყველა აწყდება. “როდესაც ხალხი მეკითხებოდა: რას აპირებ შემდგომში? მათ ის კი არ აინტერესებდათ, იქნებოდა თუ არა გაგრძელება (მეორე აქტი), არამედ სინამდვილეში მეკითხებოდნენ: რა არის ის გრანდიოზული წამოწყება, რომელიც შენს წინა შედევრზე უკეთესი იქნება?”
ამჯერად ანჯელონიმ ძალზე უჩვეულო და მოულოდნელი სვლა გააკეთა. მორიგი ცნობილი ბრენდის რეორგანიზაციის ნაცვლად, მან პარმის ახლოს მდებარე, აბსოლუტურად არაგლამურული და ნაკლებად ცნობილი სამკერვალო ქარხნის საკონტროლო პაკეტი შეიძინა. ქარხნის სახელწოდება იტალიურად ასე ჟღერს:
Fabbrica Sartoriale Italiana. ამ სახელის გაგონებამ ალბათ უფრო ნათელი გახადა თქვენთვის მისი ნაკლებცნობა დობის მიზეზი. ამ ქარხნის მშვიდ გარემოში იკერება მამაკაცის ძალიან ხარისხიანი კოსტიუმები და შემდგომ მათ ადებენ ძალზე ცნობილი ბრენდებისა და მაღაზიების ეტიკეტებს. ანჯელონისათვის ეს უნდა ყოფილიყო ბიზნესი, რომელსაც მყიდველი საკუთარ ბრენდად აქცევდა და ამით ფულის დიდ ნაკადსაც მიიზიდავდა; მაგრამ ანჯელონის ამბიციები უფრო შორს მიმავალი აღმოჩნდა. აღნიშნული ქარხნის შესყიდვა მისთვის ძალზე ხელსაყრელი პლაცდარმი იყო უფრო მასშტაბური გეგმების განსახორციელებ ლად. Fabbrica Sartoriale Italiana დაარსდა 1958 წელს და იქ 600 ადამიანია დასაქმებული. თანამშრომელ თა უმეტესობა სწორედ იმ მაღალი კატეგორიის თერძებს მიეკუთვნება, რომლებიც ანჯელონის სჭირდებოდა ამ ბიზნესში შთამბეჭდავი დაბრუნებისათვის. ქარხანას ჰყავს 13 მუდმივი კლიენტი და მათთვის ყოველწლიურად იკერება განსაცვიფრებე ლი პიჯაკების 4,000 სახეობა. უკვე არსებული კლიენტები ანჯელონის ბაზარზე გასვლის ფასდაუდებელ შესაძლებლობას უზრუნველყოფენ და ასევე უქმნიან მოტივაციას, რომ შეინარჩუნოს და კიდევ უფრო გააუმჯობესოს თავისი ნაწარმი. ანჯელონი ამბობს, რომ: “Fabbrica Sartoriale Italiana-ს მთავარი მისიაა, გახდეს დიზაინისა და ქსოვილის სფეროში წამყვანი კვლევითი ლაბორატორია. თანამშრომელ თა 5% – 32 ადამიანი, სრული დატვირთვით მუშაობს კვლევისა და განვითარების მიმართულებით. ასეთია ჩვენი ბიზნესის ბუნება: “ჩვენი კლიენტები გვიზიარებენ თავიანთ ხედვას, ჩვენ კი ვცდილობთ, მათი ხედვა სამოსელად გარდავქმ ნათ”.
მაგრამ ანჯელონის საკუთარი ხედვაც ჰქონდა. მის ხედვაში იგულისხმებოდა ქარხნის ერთ- ერთი დამაარსებლის – Raffaele Caruso-ს სახელის მოდური ლეიბლის შექმნა. “ქარხანას არასოდეს უცდია საკუთარი ბრენდის წარმოჩენა, – ამბობს ანჯელონი. – ბრენდის შექმნა არ ნიშნავს იმას, რომ საკუთარი სახელი დააწერო პიჯაკს. ბრენდის შექმნა გულისხმობს იდენტობის შექმნას და მე სწორედ ეს გავაკეთე”.
ფილოსოფიური აზროვნების მქონე ანჯელონისთან Caruso-ს ახლად შექმნილ ბრენდზე დისკუსიამ შესაძლოა “მამაკაცის კოსტიუმის 200-წლიანი ევოლუციის” განხილვამდე მიგვიყვანოს, მაგრამ მთავარი აზრი ის გახლავთ, რომ, ანჯელონის შეფასებით, მსოფლიოში მაქსიმუმ სამი კომპანია თუ მოიძებნება, რომლებიც შეძლებს მომხმარებელს ისეთივე მაღალი ხარისხის ხელით ნაკეთი დეტალები შესთავაზოს, როგორც ეს Caruso-ს შეუძლია. ანჯელონის მკერავები თითოეული ღილკილოს, მათ შორის სახელოს ღილების, ამოკემსვას 15 წუთს ანდომებენ. ხელით იკერება ასევე იღლიისა და სახელოს გადაბმის ადგილი და იკემსება კუთხეები. ერთად აღებული ყველა ეს დეტალი პიჯაკს შიგნიდან განუმეორებელ სირბილეს და სტრუქტურულ დრეკადობას ანიჭებს. უმბერტო ანჯელონის სჯერა, რომ ვერც ერთი სამკერვალო დაზგა ვერ შეძლებს ამის კოპირებას.
მაგრამ არის კიდევ ერთი რამ, რის კოპირებასაც უმაღლესი დონის ხელით ნაკეთი ნაწარმის ბრენდებიც კი ვერ შეძლებენ. ეს არის Caruso-ს ფასები. უკვე ხანში შესულმა ანჯელონიმ Brioni-ს ფასები, თავისი იქ მოღვაწეობის პერიოდში, ცამდე ასწია. Brioni-ს პიჯაკების ფასი $9,000-დან იწყება. ხელახლა დაბადებული უმბერტო ანჯელონი ახლა რეალობასთან უფრო დაახლოებულ ფასებს ადგენს. Caruso-ს პიჯაკების ფასი $3,250-დან იწყება, თუმცა ქსოვილისდა მიხედვით ზოგიერთის ფასი $14,000-ს აღწევს. “იმის გამო, რომ ჩვენ სხვებისთვის ვაწარმოებთ პროდუქციას, ჩვენთვის აუცილებელია, მუდმივად ვაკონტროლოთ საერთო ფასი, – ამბობს ანჯელონი. – პროდუქციის ფასის ნებისმიერი ზრდა კარგად უნდა იყოს გაცნობიერებული და მომხმარებელს სანაცვლოდ სათანადო ღირებულებას უნდა სთავაზობდეს. ზოგიერთ მწარმოებელს მიაჩნია, რომ თუ მათ ნაწარმში ხელნაკეთი ელემენტი ფიგურირებს, მაშინ ნაწარმზე ნებისმიერი ფასის დადება შეუძლიათ”.
თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უმბერტო ანჯელონი და რეალიზმი მუდმივად ხელჩაკიდებული დადიან. ანჯელონის რეალობასთან ხშირი აცდენის მაგალითია მისივე შექმნილი “კონცეპტუალური ბრენდი” Uman-ი (სახელწოდება მომდინარეობს მისი სახელიდან “უმბერტო”), რომლისთვისაც მან გამოიყენა Alvanon Group-ის მიერ მოპოვებული მონაცემები. კვლევაში მონაწილეობას იღებდა ათასობით თანამედროვე მამაკაცი და მიზნად ისახავდა კოსტიუმის ახალი პროპორციების შემუშავებას. კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით, ანჯელონიმ 1-დან 8 ზომის ჩათვლით ახალი საზომი მასშტაბი შეიმუშავა.
Uman-ი ყოველ წელს ერთ ან ორ ახალ პიჯაკს ქმნის და ის ყოველთვის ლურჯი ფერის ქსოვილისგან არის შეკერილი (“ფერი, რომელიც გამოხატავს უსასრულო სიღრმეს, სულს”.) თითოეულ პიჯაკს საჩუქრად ორი წიგნი მოჰყვება. ერთი მათგანი არის თავად ანჯელონის შედგენილი ფილოსოფიური ლექსიკონი, ხოლო მეორე წიგნი შექმნილია სხვა ავტორის მიერ, სპეციალურად ამ პიჯაკისათვის. “Uman-ი არის ექსტრემა ლური სვლა, რომელიც გამოხატავს მხოლოდ ერთ კონცეფციას, – ხსნის ანჯელონი, – ჩვენ მიერ დადგენილი სხეულის აღნაგობისათვის შექმნილი ყოველთვის ერთი ფერისა და ერთი ფორმის. Caruso-ს პიჯაკები კი უფრო მრავალფეროვანი გემოვნებისა და აღნაგობის მქონე მომხმარებლის თვის არის განკუთვნილი”.
და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, მომხმარებელ თა რიცხვი გეომეტრიული პროგრესიით გაიზრდება. ახლო წარსულში თითქმის ყველასათვის უცნობი პარმის პროვინციის პატარა ქალაქ სორანაში მდებარე სამკერვალო ქარხნის ნაწარმი უკვე მზად არის გლობალური მასშტაბის ბრენდად იქცეს. “მას შემდეგ, რაც 2012 წელს საბოლოოდ შევისყიდე Caruso, მე იქ გარკვეული ცვლილებები შევიტანე, რათა წარმოება უფრო გამართული ყოფილიყო. მე დავამატე დიზაინისა და ქსოვილის კვლევის სფეროში რამდენიმე ნიჭიერი თანამშრომელი. საჭირო იყო წარმოების უფრო მაღალ დონეზე გადაყვანა. – ამბობს ანჯელონი და აღნიშნავს, რომ Caruso-ს გაყიდვებმა 2014 წელს $70 მილიონი შეადგინა. – როდესაც გინდა, რომ ბრენდის სრული ფილოსოფია და კონცეფცია გამოხატო, ამისათვის საჭიროა საკუთარი მაღაზია გქონდეს, სადაც ამის გაკეთებას შეძლებ”.
უმბერტო ანჯელონიმ დაიწყო არცთუ მცირე კაპიტალის მქონე პარტნიორის ძიება და 2013 წელს “დიდი თევზი” დაიჭირა – ჩინეთის უმსხვილე სი კერძო საინვესტიციო კომპანია Fosun-ი. “ისინი ძირითადად მსხვილ გარიგებებს აწარმოებენ, – ამბობს ანჯელონი, – მაგრამ მათ ტრიუფელების პოვნაც შეუძლიათ”. (გარკვეულ წყაროებზე დაყრდნობით, Fosun-ი ამ ბრენდით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც Fosun Group-ის გლობალური ინვესტიციების ხელმძღვანე ლი – პატრიკ ზონგი Caruso-ს მიერ მისთვის შეკერილი კოსტიუმით მოიხიბლა.) მას შემდეგ, რაც Fosun-ი საქმეში შევიდა და აქციების 35%-ის მფლობელი გახდა, ანჯელონიმ ყოველ ექვს თვეში ერთხელ ახალი მაღაზიის გახსნა განიზრახა. მომავალ ზამთარს იგი მილანში გეგმავს მაღაზიის გახსნას, 2016 წლის ზაფხულში კი შანხაიში და ასე შემდეგ. “ეს უფრო მეტია, ვიდრე ჩვენი პირველი მაღაზია, – ხელებს შლის ანჯელონი თავის ნიუ- იორკის ფლაგმან- მაღაზიაში, – ეს ჩვენი საელჩოა”.
დატოვე კომენტარი