მოდის სახლი Balenciaga პირბადეების წარმოებას იწყებს

მოდის სახლი Balenciaga პირბადეების წარმოებას იწყებს

მოდის სახლი Balenciaga პირბადეების წარმოებას იწყებს. გარდა Balenciaga-ისა, ფრანგული ძვირად ღირებული მოდის კონგლომერატი Kering-ის შემადგენლობაში შემავალი სხვა ბრენდები – Gucci და Saint Laurent-იც დაიწყებს პირბადეების წარმოებას, რათა შეამცირონ ის რისკები, რაც შესაძლოა, კორონავირუსის ფართოდ გავრცელების გამო, სამედიცინო პირბადეების ნაკლებობით იყოს გამოწვეული.

ბოლო პერიოდში ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ექიმებს და სამედიცინო პერსონალს არ გააჩნიათ საჭირო რაოდენობის პირბადეები, რათა დაცულნი იყვნენ COVID-19-ისგან.

როგორც მოდის სახლები აცხადებენ, ნიღბების წარმოებას შესაბამისი ნებართვის მოპოვებისთანავე დაიწყებენ და აღნიშნავენ, რომ წარმოების ყველა სტანდარტი ზედმიწევნით იქნება დაცული.

გარდა ამისა, როგორც Kering-ი აცხადებს, სამედიცინო პერსონალს ისინი უახლოეს მომავალში, დაახლოებით, 3 მილიონი ცალი სამედიცინო ნიღბით მოამარაგებენ, რომელსაც ჩინეთში შეიძენენ, ხოლო Gucci აღნიშნავს, რომ იტალიისთვის შეკერავს და უსასყიდლოდ გასცემს 1.1 მილიონ პირბადეს და 55 000 სამედიცინო ტანსაცმელს.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *