მომავლის მილიარდდოლარიანი სტარტაპები 2023

მომავლის მილიარდდოლარიანი სტარტაპები 2023

ბროლის ბურთის გაპრიალების დროა. შეერთებულ შტატებში 50000- ზე მეტი ვენჩურულად მხარდაჭერილი სტარტაპია და მათგან მხოლოდ ყველაზე მცირე ნაწილი მიაღწევს მილიარდ დოლარს.

ზედიზედ მეცხრე წელია, Forbes-ი TrueBridge Capital Partners-თან ერთად ეძებს 25 მათგანს, ვისაც ამ ნიშნულის გადალახვის ყველაზე მეტი შანსი აქვს. ჩვენი მონაცემები საყურადღებოა: სიის 200 მონაწილისგან 120 გახდა უნიკორნი, მათ შორის DoorDash-ი, Benchling-ი, Duolingo და Rippling-ი; კიდევ 27 გაიყიდა, ხოლო სამი საჯარო გახდა $1 მილიარდზე ნაკლებ ფასად. მხოლოდ ხუთი ჩაიძირა ან დაიხურა, თუმცა სულ მცირე 21 ჩვენი მონაწილე, რომლებიც ადრე $1 მილიარდს აჭარბებდა, ახლა ამაზე ნაკლები ღირს.

საბანკო პრობლემების, თანამდებობიდან გათავისუფლების, უაზრო ინვესტორებისა და შეკვეცილი შეფასებების გათვალისწინებით, გამარჯვებულების ასარჩევად რთული წელი იყო. მაგრამ 200-ზე მეტი ნომინაციიდან, ვფიქრობთ, რომ ამ 25-ს, რომლებიც წარმოდგენილია ანბანური თანამიმდევრობით, ვარსკვლავად გახდომის საუკეთესო შანსი აქვს.

APPRENTICE

დამფუძნებლები: ალექსანდრა ბუტკე, გარი პინატა, ანჯელო სტრაკუატანიო (CEO)

მოზიდული კაპიტალი: $207 მილიონი

2022-ის სავარაუდო შემოსავალი: $25 მილიონი

წამყვანი ინვესტორები: Alkeon Capital-ი, Iconiq-ი, Insight Partners-ი, Pritzker Group-ი, Silverton Partners-ი

წამლების წარმოება საკმაოდ რთულია პროცესის მკაცრი კონტროლის გარეშე. სწორედ ამის უზრუნველსაყოფად შეიქმნა Apprentice-ის პროგრამული უზრუნველყოფა. 37 წლის სტრაკუატანიომ და მისმა თანადამფუძნებლებმა 2014 წელს აამოქმედეს ჯერსი-სიტიში, ნიუ-ჯერსიში არსებული კომპანია, რომელიც პანდემიის დროს, ვაქცინის დაჩქარების აქტუალურობის პირობებში გაფრინდა. მომხმარებლებს შორის არიან ფარმაცევტული გიგანტი Bristol Myers Squibb-ი, გენომის საინჟინრო ფირმა Synthego და კომპანიები, რომლებსაც სტრაკუატანიო ვერ ასახელებს კონფიდენციალურობის გამო. „ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ პაციენტისთვის, – ამბობს ის, – მაგრამ პაციენტი ვერასდროს გვიცნობს“.

BOBBIE

დამფუძნებლები: სარა ჰარდი, ლორა მოდი (CEO)

მოზიდული კაპიტალი: $142 მილიონი

2022-ის სავარაუდო შემოსავალი: $84 მილიონი

წამყვანი ინვესტორები: Park West Asset Management-ი, PowerPlant Partners-ი, VMG Partners-ი

გასულ წელს ბავშვის ფხვნილის ფორმულის დეფიციტმა ახალწვეულ BOBBIE-ს, რომელიც 2018 წელს დედებმა მოდიმ (38) და ჰარდიმ (43) დააარსეს, დომინანტური მრავალეროვნული კომპანიებისგან Abbott Nutrition-ის, Reckitt Benckiser-ისა და Nestlé-სგან ბაზრის მცირე წილის აღების შანსი მისცა. BOBBIE-მ (ასე წარმოთქვა მოდის ქალიშვილმა სიტყვა „ბოთლი“) ახალი მიდგომის თანახმად არჩია ფორმულის მიწოდება მხოლოდ არსებული მომხმარებლებისთვის. სტრატეგიამ გააძლიერა ბრენდის ლოიალობა და კომპანია 2023 წელს $165 მილიონის შემოსავალს ელის.

CAPCHASE

დამფუძნებლები: ლუის ბასაგოიტი, მიგელ ფერნანდესი (CEO), პრჟემეკ გოტფრიდი, იგნასიო მორენო

მოზიდული კაპიტალი: $110 მილიონი

2022-ის სავარაუდო შემოსავალი: $30 მილიონი

წამყვანი ინვესტორები: 01 Advisors-ი, Bling Capital-ი, SciFiVC, QED

CapChase-ი ემსახურება იმ პროგრამული უზრუნველყოფის სტარტაპებს, რომლებიც რაიმე მიზეზით ეძებენ ვენჩურული დაფინანსების ალტერნატივებს. ნიუ-იორკში დაფუძნებული კომპანია ამბობს, რომ მან $2 მილიარდზე მეტი გაიღო 4000-ზე მეტ ბიზნესში. 32 წლის ფერნანდესი, ემიგრანტი ესპანეთიდან, ქალებისა და უმცირესობების მფლობელობაში არსებული სტარტაპებისთვის $100-მილიონიანი დაფინანსების შეთავაზებას გეგმავს.

CHAPTER

დამფუძნებლები: კობი ბლუმენფელდ-განცი (CEO), კორი მეცმანი, ვივეკ რამასვამი

მოზიდული კაპიტალი: $61 მილიონი

2022-ის სავარაუდო შემოსავალი: $15 მილიონი

წამყვანი ინვესტორები: Addition-ი, Maverick Ventures-ი, Narya, Susa Ventures-ი

ასაკოვან ხალხს, რომლებიც Medicare-ის შეშლილი პოლისების აურზაურში მკურნალობენ, Chapter-ის სახით მხარდამჭერი ჰყავთ. ის დაარსდა 2020 წელს და მას მართავს Palantir-ის ვეტერანი, 33 წლის ბლუმენფელდ-განცი, რომლის მიდგომაც მაჭანკლობას წააგავს – ის საკუთარ გიგანტურ მონაცემთა ბაზაში ეძებს ინფორმაციას ჯანმრთელობის დაფარვის ყველა არსებული ვარიანტის შესახებ და თითოეულ მომხმარებელზე მორგებულ საუკეთესო ვარიანტს პოულობს. უფრო მეტიც, Chapter-ში დასაქმებული კუპიდონები არ მუშაობენ საკომისიოსთვის. ისინი იღებენ ერთსა და იმავე კომპენსაციას შერჩეული პოლისის მიუხედავად.

CLEO

დამფუძნებელი: ბარნი ჰასი-იეო (CEO)

მოზიდული კაპიტალი: $137 მილიონი

2022-ის სავარაუდო შემოსავალი: $31 მილიონი

წამყვანი ინვესტორები: Balderton Capital-ი, EQT Ventures-ი, LocalGlobe-ი, Sofina

Cleo-ში მუშაობს ათი კომიკოსისგან შემდგარი პერსონალი, რომლებიც პირადი ფინანსური დაგეგმვის ზოგჯერ მწარე წამლის დატკბობაში მონაწილეობენ. ხუთი მილიონი ამერიკელი, 25 წლის საშუალო ასაკით, იყენებს ჩატბოტს, რათა თვალყური ადევნოს საკუთარ ხარჯებს, ააგოს კრედიტი, დაგეგმოს დანაზოგი და გამოავლინოს ის, რასაც შეიძლება იუმორი ნიღბავდეს მათ სტუდენტურ სესხთან დაკავშირებულ საქმეებში.

GLOSSGENIUS

დამფუძნებლები: კარიმ ბატი, დანიელ კოენ-შოჰეტი (CEO)

მოზიდული კაპიტალი: $70 მილიონი

2022-ის სავარაუდო შემოსავალი: $40 მილიონი

წამყვანი ინვესტორები: Bessemer Venture Partners-ი, L Catterton, Imaginary Ventures-ი

როდესაც საქმე ეხება გონების დამთრგუნველი ამოცანების შემცირებას, რომლებითაც სავსეა ოჯახური სილამაზის სალონები, მაკიაჟის შემსრულებლები და სპა, კოენ-შოჰეტმა ეს ამოცანა გადაჭრა. GlossGenius-ი, რომელიც 2015 წელს გაჩნდა, ემსახურება დაგეგმვას, აღრიცხვასა და შამპუნის მსგავსი აუცილებელი პროდუქტის საკმარისი მარაგის უზრუნველყოფას. ასეთი ტიპის ავტომატიზაცია თმის მოვლასავით აუცილებელია.

HARVEY

დამფუძნებლები: გაბრიელ პერეირა (CEO), ვინსტონ ვაიბერგი

მოზიდული კაპიტალი: $26 მილიონი

2022-ის სავარაუდო შემოსავალი: $0

წამყვანი ინვესტორები: OpenAI Startup Fund-ი, Sequoia

Harvey-ს ბიზნესმოდელი, მარტივი ენით: მიეცით ხელოვნურ ინტელექტს საშუალება, აკეთოს ის, რაც ადამიანებს ჭირივით ეზარებათ. Harvey-ს შემთხვევაში, ეს იქნება იურიდიული სამუშაოები, როგორიცაა მარეგულირებელი დოკუმენტები და პირველადი დრაფტები, რომლებსაც უმცროსი ადვოკატები ამუშავებენ. მხოლოდ გასულ ზაფხულს ყოფილი პასუხისმგებელი ფასიან ქაღალდებზე ვაინბერგი DeepMindისა და Meta-ს ყოფილ თანამშრომელ პერეირასთან გაერთიანდა, რათა გაეშვა Harvey, და ის უკვე ამაყობს ხუთი ძირითადი კლიენტით, მათ შორის ბუღალტრული გიგანტით – PwC-ითა და გლობალური იურიდიული ფირმა Allen & Overy-ით. 2023 წლის შუა პერიოდისთვის გარიგებებმა $5 მილიონზე მეტი წლიური განმეორებითი შემოსავალი მოიტანა.

HERMEUS

დამფუძნებლები: გლენ კეისი, ეი-ჯეი პიპლიკა (CEO), სკაილერ შუფორდი, მაიკ სმაიდა

მოზიდული კაპიტალი: $119 მილიონი

2022-ის სავარაუდო შემოსავალი: $10 მილიონი

წამყვანი ინვესტორები: სემ ალტმანი, Canaan Partners-ი, Khosla Ventures-ი

Hermeus-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ეი-ჯეი პიპლიკა

ნიუ-იორკიდან პარიზამდე 90 წუთში. რა ლამაზი იქნებოდა ეს სამყარო. Hermeus-ი ამას მიზნად ისა – ხავს. ატლანტაში დაფუძნებულ სტარტაპს ზებგერითი თვითმფრინავის შექმნა სურს, რომელიც ოცი მგზავრის გადაყვანას ხმის სიჩქარეზე ხუთჯერ სწრაფად ეძლებს, ანუ 3800 მილით საათში. შედარე – ბისთვის, “კონკორდი” იყო უშველებელი არსება, რომელიც ამის ნახევარზე ნაკლები სიჩქარით მოგ – ზაურობდა. Hermeus-ის გეგმა ჰიპერამბიციურია? რა თქმა უნდა. მაგრამ კომპანია ტექნოლოგიის დახვეწას ნაწილობრივ პენტაგონის ხარჯზე ახერხებს, საჰაერო ძალების $30-მილიონიანი ინვეს – ტიციით. პირველ რიგში, ის შეიმუშავებს უფრო პატარა ზებგერით დრონს, Quarterhouse-ს, რომელიც მომავალ წელს გაეშვება. სავარაუდოდ, 2026 წელს გამოვა უფრო დიდი მეორე დრონი, Darkhorse-ი. აფრენის შემდეგ ორივე იკვებება მოიერიშე თვითმფრინავის ძრავით, რომელიც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის 3 ბრუნამდე სიჩქარეს უზრუნველყოფს. ეს საკმარისად ააჩქარებს რამჯეტს, რო – მელსაც არა აქვს მოძრავი ნაწილები და საწვავის ეფექტიანად დასაწვავად საჭირო ჰაერის შესა – კუმშად წინ მოძრაობაზეა დამოკიდებული. ტექნოლოგია ათწლეულების განმავლობაში განვითარ – და და შედარებით მომწიფებულად ითვლება. 35 წლის ეი-ჯეი პიპლიკა ამბობს: „ესაა საინჟინრო და არა სამეცნიერო გამოწვევა“. თუმცა პროგრესი „კონკორდივით“ ნელა მოძრაობს. არ დაელოდოთ კომერციულ ფრენებს 2030-იანი წლების შუა ხანებამდე.

HEX TECHNOLOGIES

დამფუძნებლები: კეიტლინ კოლგროუვი, ბარი მაქკარდელი (CEO), გლენ ტაკაჰაში

მოზიდული კაპიტალი: $96 მილიონი

2022-ის სავარაუდო შემოსავალი: $6 მილიონი

წამყვანი ინვესტორები: Amplify Partners-ი, Andreessen Horowitz-ი, Redpoint-ი, Sequoia

Hex-ი იღებს მომხმარებლის ქცევის მონაცემებს, აკეთებს აბრაკადაბრას და აქცევს მას ინტერაქტიულ სქემებად, ცხრილებად და რუკებად, რომელთა გაზიარებაც შესაძლებელია ეკრანის სკრინშოტების გარეშე. კომპანია, რომელსაც Palantir-ისა და PwC-ის ყოფილი თანამშრომელი, 34 წლის მაქკარდელი ხელმძღვანელობს, მუშაობს freemium-მოდელზე, იზიდავს ახალ მომხმარებლებს უფასო სერვისების შეთავაზებით და საწარმოს მომხმარებლებს, მათ შორის SeatGeek-სა და Brex-ს, ყოველ წევრზე თვეში $75-ს ახდევინებს.

HIGHTOUCH

დამფუძნებლები: ჯოშ კურლი, კაშიშ გუპტა (CEO), ტეჯას მანოჰარი

მოზიდული კაპიტალი: $92 მილიონი

2022-ის სავარაუდო შემოსავალი: $10 მილიონი

წამყვანი ინვესტორები: Afore Capital-ი, Amplify Partners-ი, Bain Capital-ი, Iconiq-ი, Ycombinator-ი

როდესაც მსხვილმა ბრენდებმა კოვიდ-19-ის ჩაკეტვის დროს გაყიდვები ონლაინ გადაიტანეს, მათ გააცნობიერეს, რომ ფლობდნენ მომხმარებელთა მონაცემების გროვას რაიმე სარგებლიანი მარკეტინგული დასკვნების გამოტანის გარეშე. სწორედ აქ ჩნდება Hightouch-ი. Forbes-ის 30-წლამდელების მონაწილეების, კურლის, გუპტასა და მანოჰარის დაარსებული Hightouch-ი სინქრონიზებს მომხმარებელთა ინფორმაციას, რომელსაც ფლობენ ისეთი კლიენტები, როგორიცაა Warner Music-ი, PetSmart-ი და Cars.com, Salesforce-ისა და Facebook Ads-ის ინსტრუმენტებთან ერთად. ამას მომხმარებლებისთვის ორმხრივი სარგებელი მოაქვს: ის აჩქარებს მათ მარკეტინგულ ოპერაციებს და უფრო ზუსტად განსაზღვრავს მათ სამიზნე მოედანს.

JELLYFISH

დამფუძნებლები: ფილ ბრეიდენი, დევიდ გურლი, ენდრიუ ლაუ (CEO)

მოზიდული კაპიტალი: $117 მილიონი

2022-ის სავარაუდო შემოსავალი: $13 მილიონი

წამყვანი ინვესტორები: Accel-ი, Insight Partners-ი, Tiger Global Management-ი, Wing Partners-ი

Jellyfish-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ენდრიუ ლაუ

Jellyfish-ის 46 წლის აღმასრულებელი დირექტორი ენდრიუ ლაუ, და თანადამფუძნებლები, 49 წლის დევიდ გოურლი და 51 წლის ფილ ბრედენი შეხვდნენ ორ ათწლეულზე მეტი ხნის წინ Endeca-ში, ელექტრონული კომერციის საძიებო სისტემაში, რომელიც Oracle-მა 2011 წელს $1 მილიარდზე მეტად შეიძინა. 2017 წელს, როდესაც ისინი ყავის სმისას სტარტაპის იდეებს იგონებდნენ, ლაუ იხსენებს, რომ ბრედენმა იკითხა: „რომელი ჩვენგანი აპირებს ამჯერად ინჟინერიის კეთებას“? სამივეს პასუხი: მე არა. სახუმარო მომენტი მათი სტარტაპის საფუძველი გახდა. მათ იცოდნენ, რომ ინჟინერია რთული იყო, და უფრო რთული იყო საქმიანი კოლეგებისთვის, რომლებსაც ქრონიკულად არასწორად ესმით ეს პროცესი. ბოსტონში დაფუძნებული Jellyfish-ით, ტრიო იმედოვნებს, რომ ინჟინრებისთვის შექმნას ის, რაც Salesforce-მა გამყიდველებისთვის შექმნა – მონაცემების გამოყენებით უპასუხოს საკითხებს, თუ რომელ პროექტებს სჭირდებათ ყველაზე მეტი დრო, რამდენი სამუშაო საათია დახარჯული შეცდომების გამოსწორებაზე, და დაბრკოლებების არსებობას კოდების განხილვის პროცესში. მათ კლიენტებს შორის არიან Priceline-ი, PagerDuty და Indeed-ი. „ინჟინერია არის ძალიან სტრატეგიული, ძვირად ღირებული განყოფილება, და ძალიან მცირეა ცოდნა იმის შესახებ, თუ რა ხდება“, – ამბობს ლაუ.

KANDJI

დამფუძნებლები: მარკ დოთერსი, ადამ პეტიტი (CEO), უესლი პეტიტი

მოზიდული კაპიტალი: $188 მილიონი

2022-ის სავარაუდო შემოსავალი: $19 მილიონი

წამყვანი ინვესტორები: Addition-ი, Felicis-ი, First Round Capital-ი, Greycroft-ი, Tiger Global Management-ი ცნობები იმის შესახებ, რომ Apple-ის პროდუქტებმა დაიპყრო კორპორაციული სამყარო, სულ ოდნავ გაზვიადებულია. 34 წლის ადამ პეტიტმა და მისმა თანადამფუძნებლებმა ჩათვალეს, რომ ისინი აჰყვებოდნენ ტენდენციას და კომპანიებს iMac-ების, MacBook-ებისა და iPhone-ების ფლოტის დაცვასა და მართვას გაუადვილებდნენ. Kandji-ის ექსკლუზიური პროდუქტი, რომელსაც იყენებენ მომხმარებლები, მათ შორის პროგრამული უზრუნველყოფის ფირმა Sisense-ი და თამაშების გამომცემელი Tilting Point-ი, პროცესს მთელი აქტივობის ღრუბელში გადატანით ამარტივებს.

LABELBOX

დამფუძნებლები: ენიელ რასმუსონი, ბრაიან რიგერი, მანუ შარმა (CEO)

მოზიდული კაპიტალი: $189 მილიონი

2022-ის სავარაუდო შემოსავალი: $20 მილიონი

წამყვანი ინვესტორები: Andreessen Horowitz-ი, B Capital Group-ი, First Round Capital-ი, Gradient Ventures-ი, Kleiner Perkins-ი, SoftBank-ი

ვისაც კი ოდესმე უთქვამს: „ეს მიმი უნდა ნახოთ!“ და შემდეგ დიდი დრო დაუხარჯავს მის პოვნაში, მიხვდება, რაზეა ლაპარაკი: მონაცემთა სწორი ნაწილაკები – განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის აუცილებელი უზარმაზარი რაოდენობა – არაფრად ღირს, თუ არ იცით, სად ინახება ისინი. მონაცემების სტანდარტიზაცია და მარკირება, და შეფერხებების აღმოფხვრა არის ის, რაც Labelbox-ს ეხება. 32 წლის ემიგრანტმა ინდოეთიდან, შარმამ, ბიზნესი 2018 წელს წამოიწყო. დღეს მომხმარებლები, მათ შორის OpenAI-ი, Procter&Gamble-ი და Google-ი, ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციების შექმნისას Labelbox-ის მონაცემთა მართვის პროგრამულ უზრუნველყოფას ეყრდნობიან.

LOOP RETURNS

დამფუძნებლები: კაილ ჰენსი, სტივ კემპერი, კორბეტ მორგანი, კრის პინჩოტი, ჯონათან პომა (CEO), ბრენდონ შმიდტი, დასტინ ტევისი, დეივ ვარდელი

მოზიდული კაპიტალი: $110 მილიონი

2022-ის სავარაუდო შემოსავალი: $22 მილიონი

წამყვანი ინვესტორები: CRV, FirstMark Capital-ი

ყველამ ვიცით მყიდველის ტიპი, რომელიც ყიდულობს ერთი და იმავე ტანსაცმლის ორ ზომასა და სამ სხვადასხვა ფერს, და აბრუნებს ყველაფერს, ერთის გარდა. საცალო მოვაჭრეებს სძულთ ეს. მაგრამ, როდესაც ონლაინ შესყიდვების 16.5% გამყიდველს უკან უბრუნდება, ვაჭრები იძულებულნი არიან, გაუმკლავდნენ სირთულეებსა და ხარჯებს. 38 წლის პომამ 2017 წელს, Shopify-ის მაღაზიების მფლობელ მცირე ბიზნესების დასახმარებლად წამოიწყო კოლუმბუსში, ოჰაიოში დაფუძნებული Loop Returns-ი. მისი პროგრამული უზრუნველყოფა არა მხოლოდ მართავს ანაზღაურებას, არამედ უბიძგებს მომხმარებელს ისეთი ვარიანტებისკენ, როგორიცაა გაცვლა ან მაღაზიის კრედიტი, რამაც შეიძლება თავის ტკივილი ჯიბეში დოლარად გადააქციოს. Loop-თან გაფორმებული კონტრაქტის შემდეგ, სპორტული შარვლების საცალო მოვაჭრე Aviator Nation-მა შეამცირა უკუანაზღაურების მაჩვენებელი 11%-ით და ყოველ დაბრუნებულ ნივთზე საშუალოდ $10.51-ის ღირებულების „გადაყიდვა“ შეასრულა.

LULA

დამფუძნებლები: მეთიუ ვეგა-სანზი (CEO), მაიკლ ვეგა-სანზი

მოზიდული კაპიტალი: $40 მილიონი

2022-ის სავარაუდო შემოსავალი: $20 მილიონი

წამყვანი ინვესტორები: Founders Fund-ი, Khosla Ventures-ი 27 წლის ტყუპები, მეთიუ და მაიკლ ვეგა-სანზი სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლორიდაში, პატარა ფერმაში გაიზარდნენ და Babson College-ის საერთო საცხოვრებლის ოთახში გამოუშვეს თავიანთი პირველი სტარტაპი, მანქანის გაქირავების აპლიკაცია კოლეჯის სტუდენტებისთვის. მას შემდეგ, რაც კოვიდ-19-ის მოგ­ზაურობის შეზღუდვამ სტარტაპს ბოლო მოუღო, ისინი გადაერთვნენ LULA-ზე, რომელიც ყიდის ერთჯერადი გამოყენების ავტომატურ დაზღვევას, ხოლო რისკის შესაფასებლად საკუთარ ტექნოლოგიას იყენებს. მისი სამიზნე ბაზარი მოიცავს მანქანის გაზიარების პროვაიდერებს მანქანების გაქირავების საიტებზე, როგორიცაა Turo და Getaround-ი. შარშანდელი $20 მილიონის შემოსავლის მიღებას სამ წელზე ნაკლები დრო დასჭირდა, $2000-იანი ვალის შემდეგ. ამ გარდასახვას მეთიუ ვეგა-სანზი „სიგიჟეს“ უწოდებს.

MEDALLION

დამფუძნებელი: დერეკ ლო (CEO)

მოზიდული კაპიტალი: $85 მილიონი

2022-ის სავარაუდო შემოსავალი: $13 მილიონი

წამყვანი ინვესტორები: GV, Sequoia Capital-ი, Spark Capital-ი

28 წლის ლომ შექმნა Medallion-ი 2020 წლის მარტში ჯანდაცვის ადმინისტრაციული სამუშაოების ავტომატიზაციისთვის, როგორიცაა სამედიცინო ლიცენზიების გადამოწმება და სადაზღვევო ქსელებში ექიმების რეგისტრირება. ახლა Medallion-ს ჰყავს 300-ზე მეტი მომხმარებელი, მათ შორის Oak Street Health-ი და VillageMD, მაგრამ შეერთებული შტატების მასშტაბით არსებული 6000-ზე მეტი საავადმყოფო დიდი ბაზრის პოტენციალს ატარებს. „ჩვენ ნამდვილად ვართ აისბერგის მწვერვალზე“, – ამბობს ლო.

MERGE

დამფუძნებლები: ჯილ ფეიგი (CEO), შენსი დინგი

მოზიდული კაპიტალი: $75 მილიონი

2022-ის სავარაუდო შემოსავალი: $8 მილიონი

წამყვანი ინვესტორები: Accel-ი, Addition-ი, NEA

2020 წელს Merge-ის დაარსებამდე, ფეიგმა და დინგმა, 30 წლის საუკეთესო მეგობრებმა, ინტერვიუ ჩაატარეს 100-ზე მეტ კომპანიასთან აპლიკაციის პროგრამირების ინტერფეისის ინტეგრაციისას მათი გამოწვევების შესახებ. მათ მომხმარებელს შესთავაზეს გამოსავალი: ერთიანი API, რომელსაც შეუძლია, ასობით სხვადასხვა ინსტრუმენტი ერთ ჰაბში დააკავშიროს. ზოგიერთი ადრეული გამოკითხული სკეპტიკურად იყო განწყობილი, ამბობს ფეიგი, მაგრამ დღეს კომპანიის კორპორაციულ კლიენტებს შორის Calendly და Gong-ია.

MONARCH TRACTOR

დამფუძნებლები: კარლო მონდავი, ზაქარი ომოჰუნდრო, პრავინ პენმეცა (CEO), მარკ შვანგერი

მოზიდული კაპიტალი: $116 მილიონი

2022-ის სავარაუდო შემოსავალი: $22 მილიონი

წამყვანი ინვესტორები: Astanor Ventures-ი, Musashi Seimitsu Industry

PENDULUM THERAPEUTICS

დამფუძნებლები: ჯიმ ბულარდი, კოლინ კატკლიფი (CEO), ჯონ ეიდი

მოზიდული კაპიტალი: $116 მილიონი

2022-ის სავარაუდო შემოსავალი: $11 მილიონი

წამყვანი ინვესტორები: Meritech Capital-ი, Sequoia Capital-ი, True Ventures-ი

Pendulum Therapeutics-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი კოლინ კატკლიფი
QUINCE

დამფუძნებლები: სიდ გუპტა (CEO), სურაბ მაჰაჯანი, ზუნუ მიტალი

მოზიდული კაპიტალი: $141 მილიონი

2022-ის სავარაუდო შემოსავალი: $140 მილიონი

წამყვანი ინვესტორები: 8VC, Basis Set Ventures-ი, Founders Fund-ი, Insight Partners-ი, Wellington Management-ი

არ გაქვს მაღაზიები? და არც საწყობები? პრობლემა არაა. იმის გამო, რომ Quince-ი ყიდის პირდაპირ მწარმოებლებისგან, მას შეუძლია ისეთი ფასდაკლებების შემოთავაზება, როგორიცაა ქაშმირის სვიტერები $50-ად და აბრეშუმის კაბები $60-ად. 43 წლის გუპტამ ფეხი კერძო კაპიტალში აიდგა, შემდეგ იყიდა და მართავდა ტკბილეულის მაღაზიების მაღალი კლასის ქსელს, Lolli & Pops-ს.

SARDINE

დამფუძნებლები: ადიტია გოელი, სუპს რანჯანი (CEO), ზაჰიდ შაიხი

მოზიდული კაპიტალი: $75 მილიონი 2022-ის

სავარაუდო შემოსავალი: $10 მილიონი

წამყვანი ინვესტორები: Andreessen Horowitz-ი, XYZ

Sardine-ს არაფერი აქვს საერთო თევზთან, მაგრამ „თევზაობა“ კი ახასიათებს. მისი პროგრამული უზრუნველყოფა პოულობს ფინანსურ თაღლითებს, რომელთაგან 90%-მა უკვე გაიარა საბანკო ინდუსტრიის შესაბამისობის პროცესი სახელად „იცოდე შენი კლიენტი“ – ამბობს 43 წლის რანჯანი, რომელიც მანამდე Neobank Revolut-ში ფინანსური დანაშაულის თავიდან აცილებაზე მუშაობდა. მონაცემების მართვა კრიპტოვალუტის ბირჟა Sardine-ში მოიცავს გადახდის ნაკადისა და ტრანზაქციის მო­ნიტორინგს, რომლის ადრეული მომხმარებლების უმეტესობა კრიპტოში იყო, მათ შორის FTX, სემ ბენკმან-ფრიდის ფიასკო. რანჯანი აღნიშნავს, რომ მისი სტარტაპი ახლა ძირითადად მუშაობს, ასე ვთქვათ, უფრო ტრადიციულ ფინტექებთან. „თუ თქვენ შეგიძლიათ, მოაგვაროთ თაღლითობა კრიპტოვალუტაში – ამბობს ის, – ესე იგი, ამის მოგვარებას ყველგან შეძლებთ“.

SENTILINK

დამფუძნებლები: მაქს ბლუმენფელდი, ნაფტალი ჰარისი (CEO)

მოზიდული კაპიტალი: $84 მილიონი

2022-ის სავარაუდო შემოსავალი: $25 მილიონი

წამყვანი ინვესტორები: Andreessen Horowitz-ი, Craft Ventures-ი

პოლიციელებზე წინ ყოფნის დაუნდობელ შეჯიბრში კრიმინალებმა წამოიწყეს ე.წ. სინთეზური პირადობის თაღლითობა: ისინი იღებენ ერთ პერსონალურ მონაცემს და მისგან მთელ ფინანსურ პროფილს ქმნიან. ჰარისი და ბლუმენფელდი, ორივე 31 წლის, მუშაობდნენ მონაცემთა მეცნიერებად საკრედიტო აპლიკაცია Affirm-ში, როდესაც წააწყდნენ ადამიანების სიცოცხლის დანგრევის ამ მზაკვრული ფორმის ათეულ შემთხვევას ჯერ კიდევ 2016 წელს. შემდეგ წელს დუეტმა დაიწყო სან-ფრანცისკოში დაფუძნებული SentiLink-ი – მანქანური სწავლების გამოყენებითა და ინფორმირებული ადამიანური შეხედულებებით, ქურდობისგან ბანკების, კრედიტორებისა და სხვათა დასაცავად. მას შემდეგ ის გაფართოვდა იდენტობის სინთეზური თაღლითობის მიღმა სხვა სახის თაღლითობის, მათ შორის ძველმოდურ პირადობის ქურდობის სფეროებშიც.

SILO TECHNOLOGIES

დამფუძნებლები: ეშტონ ბრაუნი (CEO), ანტონიო ბუსტამანტე

მოზიდული კაპიტალი: $72 მილიონი

2022-ის სავარაუდო შემოსავალი: $10 მილიონი

წამყვანი ინვესტორები: Andreessen Horowitz-ი, Haystack-ი, Initialized Capital-ი, Koch Disruptive Technologies-ი, Tribe Capital-ი

ძველ დროში, ვთქვათ, ხუთი წლის წინ, ფერმერები, რომლებსაც გასაყიდად ჰქონდათ დიდი რაოდენობით კიტრი ან მარწყვი, წერილს ან იმეილს უგზავნიდნენ პოტენციურ მყიდველებს, შემდეგ კი ისხდნენ და ელოდნენ პასუხს. ეს კარგია, თუ თქვენ ყიდით ზებგერით თვითმფრინავს ან B2B პროგრამულ უზრუნველყოფას, მაგრამ ესაა ნგრევისთვის განწირული გზა, როდესაც თქვენი პროდუქტები მალფუჭებადია. 33 წლის ბრაუნმა გაწვრთნა Silo-ს პროგრამული უზრუნველყოფა ამ ტექსტებისა და ელფოსტის მონაცემებით, შემდეგ კი ყიდვის პროცესი ავტომატური გახადა. Silo-მ ახლახან დაამატა მეტი ინსტრუმენტი მწარმოებლებისთვის, მათ შორის ბანკინგი, რაშიც წვლილი ახლად აყვანილმა Amazon-ის დაკრედიტების ყოფილმა ხელმძღვანელმა შეიტანა.

VANNEVAR LABS

დამფუძნებლები: ბრეტ გრანბერგი (CEO), ნინი მურჰედი

მოზიდული კაპიტალი: $91 მილიონი

2022-ის სავარაუდო შემოსავალი: $11 მილიონი

წამყვანი ინვესტორები: Costanoa Ventures-ი, Felicis Ventures-ი, General Catalyst-ი, Point72

ჩვენ გვინდა, ყველაფერი ვიცოდეთ, როდესაც საქმე ეხება Vannevar Labs-ის ფლაგმანურ პროგრამულ უზრუნველყოფას, Decrypt-ს, რომელსაც პენტაგონი, საკუთარ ჯაშუშებს შორის, ამერიკის მტრებისგან მომდინარე საფრთხეების ამოსაცნობად იყენებს. მაგალითად, საჰაერო ძალები მას ეყრდნობა რუსული საზენიტო სისტემების ტექნიკური დოკუმენტების გასაანალიზებლად. 32 წლის გრანბერგი, რომელიც ადრე ინვესტიციას ახორციელებდა CIA-ს ვენჩურული კაპიტალის ჯგუფის სტარტაპებში და 34 წლის მურჰედი, ყოფილი ანტიტერორისტული დაზვერვის ოფიცერი, ხშირად სტუმრობენ აშშ-ს სამხედრო ბაზებზე პროგრამული უზრუნველყოფის განახლებების შესახებ კონსულტაციებისთვის. „ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები შემდეგი კონფლიქტის გადასატანად“, – ამბობს გრანბერგი.

VERIFIABLE

დამფუძნებლები: ნიკ მაკარიო (CEO), ვივ რაჯკუმარი

მოზიდული კაპიტალი: $47 მილიონი 2022-ის

სავარაუდო შემოსავალი: $6 მილიონი

წამყვანი ინვესტორები: ჯეკ და სემ ალტმანები, Craft Ventures-ი

სამედიცინო პროფესიონალების რწმუნებათა სიგელების გადამოწმებას ძირითადად საავადმყოფოებსა და ჯანდაცვის ქსელებში მომუშავე ადამიანები, ხელით მიწოდებულ ინფორმაციაში ახერხებენ. 39 წლის სერიულმა მეწარმე მაკარიომ 2020 წელს დააარსა Verifiable-ი იმ იდეით, რომ ადამიანებთან შედარებით, მანქანებს ამ არსებითი, მაგრამ დამღლელი დავალების შესრულება უფრო სწრაფად და ზუსტად შეუძლიათ. ეს, სავარაუდოდ, სიმართლეა. მაკარიოს სიტყვებით, ზოგიერთი მომხმარებლისთვის ინფორმაციის გადამუშავების დრო 70%-ზე მეტით კლებულობს. ოსტინში, ტეხასში დაფუძნებული კომპანიის კლიენტებს ახლა დაახლოებით 400,000 ჯანდაცვის პროვაიდერი ჰყავს.

 

 

რეპორტიორები: იზაბელ ბეკელე, ჯერემი ბოგაისკი, ელიზაბეტ ბრაიერი, ბობ აივრი, კეიტი ჯენინგსი, მეგი მაკგრატი და ლორენ ორსინი

Comments are closed.